ცნობილი გამოცემა Athletic იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ უწევს რაიმე იურიდიულ დახმარებას მეისონ გრინვუდს მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომელიც ეჭვმიტანილია მეგობარ გოგონაზე ძალის გამოყენებაში.
ფეხბურთელმა დამოუკიდებლად დაიქირავა ადვოკატები სამართალდამცავების მიერ წარმოებული დაკითხვის დროს.
აქამდე არსებული შემთხვევების დროს კლუბი თავის ფეხბურთელებს იურიდიულ დახმარებას უწევდა. კერძოდ, როდესაც ჰარი მაგუაირი საბერძნეთში 2020 წლის აგვისტოში თავდასხმისა და მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, კლუბმა ამ საქმეში თავისი ადვოკატები ჩართო.
თუმცა, რაველ მორისონთან დაკავშირებული ინციდენტის დროს, რომელსაც ბრალი ედებოდა მოწმეების დაშინებაში, კლუბმა ასევე მხარი არ დაუჭირა მოთამაშეს.
გამოცემა იუწყება, რომ გრინვუდი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება, პოლიცია კი მის სახლში ჩხრეკას მტკიცებულებების მოსაძებნად აწარმოებს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.