თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2022, 19:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2461,
კომენტარები: 28
"პსჟ" რეშფორდის ტრანსფერს გეგმავს
ფრანგები მბაპეს შემცვლელს ეძებენ.
ფრანგ ინსაიდერს ადრიენ გრენს თუ დავუჯერებთ, ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" მარკუს რეშფორდის შესაძლო ტრანსფერს აქტიურად განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ რაშფორდის კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2023 წლამდეა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულს ინგლისელი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.

ამ დროისთვის გერმანული პორტალი Transfermarkt მოთამაშის საბაზრო ღირებულებას 85 მილიონ ევროდ აფასებს.

24 წლის რეშფორდმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

თავისი გუნდის ბოლო მატჩში "ვესტ ჰემთან", რაშფორდმა "წითელ ეშმაკებს" ბოლო წუთებში გამარჯვება მოუტანა.
ჭორები
28 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2022 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11518
მორიგი ჭორი !!
1
№2
ავტორი: defender2
29 იანვარი 2022 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ერთი კითხვა მაქვს მანიუს ფანებთან, გრინვუდის უფრო გეიმედებათ და მაგარია თუ რაშფორდი?
0
№3
ავტორი: Old Red Devil
29 იანვარი 2022 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
კაკ რაზ მაგის დონეა.გრინვუდი უფრო ჭკვიანია,ესეც არაა მთლად ტუპოი მარა გუნდში ჯერ არ მოსულა ისეთი ტრენერი ვინც ახალგაზრდებს რამეს ასწავლის
0
№4
ავტორი: shotkin
29 იანვარი 2022 21:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბოლო 2 სეზონში ძაან არასტაბილურია რაშფორდი და სამწუხაროდ ეტყობა რო აშკარა რეგრესს განიცდის, სანამ ფასი აქვს მიაყიდონ ჯობია თორე ჩვეულებრივად მარსიალის გზას გადის ეს ბიჭი და მერე მოუწევთ 2 ლარად გაყიდვა 28-29 წლის ასაკს რო მიაღწევს
2
№5
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2022 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11518
ციტატა: defender2
ერთი კითხვა მაქვს მანიუს ფანებთან, გრინვუდის უფრო გეიმედებათ და მაგარია თუ რაშფორდი?

ბოლო მონაცემებით გრინვუდის
0
№6
ავტორი: GIOMU
30 იანვარი 2022 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ციტატა: defender2
ერთი კითხვა მაქვს მანიუს ფანებთან, გრინვუდის უფრო გეიმედებათ და მაგარია თუ რაშფორდი?


გრინვუდს ამას არც შევადარებ, ეგ კი არა მარსიალის უფრო მეიმედება ვიდრე ამისი, ძალიან უინტელექტო ფეხბურთელია, სისწრაფეზე რაღაც ზოგჯერ თუ გამოსდის ისიც 10 მცდელობიდან. ხო შემტევია და ბოლოს როდის გახსოვთ ამის მოტყუებული კაცი დაგოლი, 1-2 წ იქნება გასული :დდდ
0
№7
ავტორი: Rooni
30 იანვარი 2022 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
რეში ძაან დონეა აღიდგენს ფორმებს დ ავნახოთ მერე როცა ფორმაში იყო არამგონია ვინმეს დავიწყებოდა რეებს აკეთებდა
0
№8
ავტორი: Malboro463
30 იანვარი 2022 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ციტატა: Old Red Devil
კაკ რაზ მაგის დონეა.გრინვუდი უფრო ჭკვიანია,ესეც არაა მთლად ტუპოი მარა გუნდში ჯერ არ მოსულა ისეთი ტრენერი ვინც ახალგაზრდებს რამეს ასწავლის

გრინვუდს გასროკავენ მალე
0
№9
ავტორი: Old Red Devil
30 იანვარი 2022 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ციტატა: Malboro463
ციტატა: Old Red Devil
კაკ რაზ მაგის დონეა.გრინვუდი უფრო ჭკვიანია,ესეც არაა მთლად ტუპოი მარა გუნდში ჯერ არ მოსულა ისეთი ტრენერი ვინც ახალგაზრდებს რამეს ასწავლის

გრინვუდს გასროკავენ მალე

ხო ვნახე ეგ ამბავი მაგრამ მგონია რო მაინც ნაადრევია მაგის დასკვნა.ცუდი ისაა რომ ინგლისში სამართალი მოდის და ინფლუენსერების ჭკუაზე დადის.და კიდევ 1 რამ გამახსენდა.ჯონი დეპს მოძალადე უწოდა ინგლისურმა პრესამ და დაეყრდნო მხოლოდ ემბერ ჰიორდის ფოტოებს,რომელი ფოტოებიც ყალბი გამოდგა მაგრამ როცა დეპმა ინგლისურ პრესას უჩივლა ცილისწამებაზს: ოუ სერ ეს ხომ სიტყვის თავისუფლება იყოვო მერე რა რო ყველას თვალში მოძალადედ გამოგიყვანეთო.ზოგადად კი ინგლისში მოდაშია ფეხბურთელებზე ნადირობა: გრინვუდი,ჯონსონი,მენდი რავი კიდე ვინ იყო მანამდე
1
№10
ავტორი: bendzela
30 იანვარი 2022 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ჯერ ხუსტად არაფერია დამტკიცებული, მე მგონია რო უჩალიჩებენ რამდენი მგონი ინგლიში ჩვეულებრივ ამბავად იქცა ფეხბურთელებზე ესეთი ამბის დაბრალება , თუ მართლა გააკეთა არ ვიცი როგორ წარიმართება მოვლენები
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top