თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2022, 19:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1752,
კომენტარები: 5
ბრუნო: "იუნაიტედს" ამ ორი ტიტულის მოგება შეუძლია"
პორტუგალიელი კლუბის შანსებს აფასებს.
ბრუნო:
მიუხედავად "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ სეზონის ბუნდოვანი პირველი ნახევრისა, ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი ამბიციური გეგმები გააზიარა.

პორტუგალიელის თქმით, კლუბს ჯერ კიდევ შეუძლია ტიტულების მოპოვების იმედი მიმდინარე სეზონში ჰქონდეს.

"არ მაინტერესებს ხალხი რას ამბობს ჩვენს ასპარეზობაზე. პირადად მე მაინც მჯერა, რომ გვაქვს შანსი მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა და ასოციაციის თასი.

ჩვენ უნდა გვჯეროდეს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა წარმატებისთვის“, - ციტირებს Mirror-ი ფერნანდეშის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანკუნიელებს" ესპანურ ატლეტიკოსთან შეხვედრა მოუწევთ. რაც შეეხება ეროვნულ თასს, "იუნაიტედის" შემდეგი მეტოქე "მიდლსბრო" იქნება.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2022 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
როგორ მიყვარს ეს ბიჭი ❤️
0
№2
ავტორი: shotkin
29 იანვარი 2022 21:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სპორტსმენია და კლუბის ფეხბურთელი წმინდა სპორტული ტვალსაზრისით უნდა სჯეროდეს კიდეც რო მოიგებენ ლიგას მარა რეალურად ცოტა ღრუბლებში ქანაობის მაგივრად მიწაზე რო დავეშვათ და ისე შევხედოთ დიდი ფიქრი არ დაჭირდება იმას რო ეს კლუბი ლიგის მომგები არ არის, კლუბში არის ქაოსი რა ჩემპიონთა ლიგაზეა საუბარი.

სპორტსმენია და კლუბის ფეხბურთელი წმინდა სპორტული ტვალსაზრისით უნდა სჯეროდეს კიდეც რო მოიგებენ ლიგას მარა რეალურად ცოტა ღრუბლებში ქანაობის მაგივრად მიწაზე რო დავეშვათ და ისე შევხედოთ დიდი ფიქრი არ დაჭირდება იმას რო ეს კლუბი ლიგის მომგები არ არის, კლუბში არის ქაოსი რა ჩემპიონთა ლიგაზეა საუბარი.
0
№3
ავტორი: dzia_David
30 იანვარი 2022 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ამათ თუ ესე გააგრძელეს ამ ბიჭსაც მალე მოუკლავენ ყველაფრის მუღამს და ენთუზიაზმს.
0
№4
ავტორი: old-trafford
30 იანვარი 2022 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
კი დიდ პატივს ვცემ მაგრამ ზღაპარია ლიგის მოგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ C:\Users\a.chelidze\Desktop\f8553f6bf28fb4cae6ec159eca365802.gif
№5
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2022 20:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სადაა თორე კი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top