რობერტო მანჩინი, რომელიც ამჟამად იტალიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდეს.
აღნიშნული ინფორმაცია ავტორიტეტულმა იტალიელმა რეპორტიორმა ფაბრიციო რომანომ გააჟღერა. რომანოს თქმით, მანჩინი პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე უარს ნამდვილად არ განაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ მანჩინი აქამდე "მანჩესტერ სიტის დამრიგებელი გახლდათ. უფრო კონკრეტული ინფორმაცია ამ თემაზე შესაძლოა სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ გამოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ თავის ჯგუფში ვერ გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და დამატებით მატჩებს ჩაატარებს ტურნირზე მოსახვედრად.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.