ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება ხოლო ახლადგამდიდრებული "ნიუკასლი" ჯერჯერობით ამდრომდე ვერ ახერხებს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ნახევარმცველ ჯესი ლინგარდის ტრანსფერს. ბრიტანული პრესის ცნობით, ახლა თავად მოთამაშეს შეუძლია გავლენა მოახდინოს გარიგების მსვლელობაზე.
ავტორიტეტული გამოცემის The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ცნობით, ლინგარდი გაბრაზებულია "მანკუნიანელთა" ხელმძღვანელობის ქმედებებით.
მას სურს ისაუბროს კლუბის დირექტორებთან, რადგან აპირებს მისი ტრანსფერის სწრაფად განხორციელებას, კლუბს კი ამ ეტაპზე ლინგარდის იჯარის წესით გაშვება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი გასულ ზაფხულს გეგმავდა ახალ გუნდში გადასვლას მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, მაგრამ მან დაიჯერა მაშინდელი მენტორის ოლე გუნარ სულშერის დაპირებები და სამუშაო ადგილი არ შეიცვალა.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.