პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედს" განუცხადა, რომ კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, იტყობინება ცნობილი გამოცემა Daily Star.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ფრანგმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.
პოგბას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ტრავმის გამო ნახევარმცველს 2021 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
როგორც ჩანს ფრანგი ესპანურ გრანდს ზაფხულში უფასოდ შეუერთდება, გამომდინარე იქიდან, რომ მისი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე იწურება.