მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, სტეფანო პიოლის "მილანს" მცირედი პრობელმა შეექმნა.
კერძოდ, კლუბი მცველებს ერიკ ბაილისა და ჯაფეტ ტანგანგას ვერ დაარეგისტრირებს. მიზეზად სახელდება ის, რომ "როსონერი" ახლოს არის "ცრვენა ზვეზდას" თავდამსხმელ მარკო ლაზეტიჩის გაფორმებასთან.
რაც ნიშნავს, რომ კლუბი ამოწურავს უფლებამოსილი მოთამაშეების დამატების ლიმიტს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
ჯაფეტ ტანგანგა და ერიკ ბაილი წარმოადგენენ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები.
სწორედ ამიტომ, Football Italia-ს ცნობით, ფეხბურთელები ვერ შეძლებენ "მილანში" გადასვლას მანამ, სანამ კლუბი არ გაყიდის მინიმუმ ერთ მოთამაშეს, რომლის ქვეყანაც აღნიშნული ორგანიზაციის წევრი არ გახლავთ.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.