თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2022, 20:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1219,
კომენტარები: 5
რეშფორდის ახალი რეკორდი
მარკუსის წარმატებული გამოსვლა.
რეშფორდის ახალი რეკორდი
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა დღევანდელ შეხვედრაში მეტოქის კარი შეხვედრის მიწურულს აიღო და თავის გუნდს "ვესტ ჰემთან" დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ეს იყო რაშფორდისთვის პრემიერ ლიგაში მეოთხე გამარჯვების გოლი, რომელიც ფეხბურთელმა დამატებით დროში გაიტანა - კლუბისთვის კი რეკორდი, რადგან სხვა მოთამაშეებს საუკეთესო შემთხვევაში ამ კომპონენტში ორი გოლი აქვთ გატანილი.

ამრიგად "იუნაიტედის" რიგებში, რაშფორდის მაჩვენებელი მთელი ლიგისთვის აბსოლუტური რეკორდია - პრემიერ ლიგის არსებობის მთელ ისტორიაში 1992 წლიდან მოყოლებული, არავის მოუტანია "იუნაიტედში" თავის გუნდისთვის იმდენივე გამარჯვება დამატებით დროში გარდა რეშფორდისა.

როგორც ჩანს "წითელი ეშმაკების" "ვარსკვლავბიჭუნა" ბოლოდროინდელ მატჩებში ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
22 იანვარი 2022 20:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შევიდეს იქნებ ფორმაში საბოლოოდ, ხასიათის მოთამაშედ არ ჩამოყალიბდება იმედია
0
№2
ავტორი: Rooni
22 იანვარი 2022 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ციტატა: SANDROGRIGA
შევიდეს იქნებ ფორმაში საბოლოოდ, ხასიათის მოთამაშედ არ ჩამოყალიბდება იმედია
ხასიათის მოთამაშე? სეზონ ნახევარი ტრავმით თამაშობდა და ეხლა დაბრუნდა ოპერაციის მერე სად გინახია ამის ხასითის თამაში
0
№3
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2022 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მიდი რეშ მიდი გაქვს აშკარად იმის პოტენციალი რო დიდი მოთამაშე გახდე
0
№4
ავტორი: dybbuk
23 იანვარი 2022 03:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Rooni
ციტატა: SANDROGRIGA
შევიდეს იქნებ ფორმაში საბოლოოდ, ხასიათის მოთამაშედ არ ჩამოყალიბდება იმედია
ხასიათის მოთამაშე? სეზონ ნახევარი ტრავმით თამაშობდა და ეხლა დაბრუნდა ოპერაციის მერე სად გინახია ამის ხასითის თამაში

აბა რა ჩემი სანტაკლაუსია, ტიპი მარსიალზე უჟმურია. ვან გაალმა რომ არსენალთან გამოიყვანა თავიდან და 2 გოლი გაიტანა იმის მერე ტიპს არ გაუცინია
1
№5
ავტორი: ManchesterU
23 იანვარი 2022 09:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
კარგით რა რეში ძალიან მაგარი ბიჭია ყოველშემთხვევაში ელანგას მაინც ჯობს, მე არ ვიცი ელანგა რა დადგება მაგრამ ამ წერტილიდან რეში სკამზე და ელანგას თამაში ესეთ რთულ მეტოქეეებთან უაზრობააა და იმის გამო რო მწვრთნელის მითითებებს უსმენს და მაგიტო ათამაშო დიდი უაზრობაა. რეშმა შეიძლება სამი გოლი გაიტანოს და ელანგ ირბინოს სტადიონზე და ითამაშოს იმის გამო რო მწვრთნელის არაფრისმომცემ მითითებებს ასრულებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top