"მანჩესტერ იუნაიტედის" მეთაურმა რალფ რანგნიკმა, "ვესტ ჰემთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ამ გამარჯვებას საუკეთესო მომენტი უწოდა.
"როდესაც ბოლო წამებში გოლს გაიტან, ეს გამარჯვების საუკეთესო გზაა. ვფიქრობ, ჩვენ ვიმსახურებთ ამ შედეგს. "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ თამაშში მოთმინება გჭირდებათ.
გუნდი ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, შუაკვირის მატჩის გათვალისწინებით. ვიცოდით, რომ დღეს მოთმინება დაგვჭირდებოდა.
კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ დაცვაში. მიხარია, რომ სათადარიგოდან შესულმა სამივე მოთამაშემ გამარჯვების გოლში მონაწილეობა მიიღო. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ ყველაფერს", - განუცხადა რანგნიკმა Sky Sports-ს.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.