ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ნორვეგიელი ბომბარდირისთვის ერლინგ ჰაალანდისთვის არ იბრძოლებს. "მანკუნიელებმა" რბოლიდან გასვლა და სხვა ტრანსფერებზე ფოკუსირება გადაწყვიტეს.
ასე, რომ "წითელმა ეშმაკებმა" სკანდინავიელის ტრანსფერზე ხელი აიღეს, რადგან ის არჩევანის გაკეთებას მადრიდის "რეალის" სასარგებლოდ აპირებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერლინგმა მოლაპარაკება "სამეფო" კლუბთან გამართა და ტრანსფერზე თანხმობაც განაცხადა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი" ჯერ კიდევ საქმეშია, რომელსაც დიდი ხანია ცენტრალური თავდამსხმელი ესაჭიროება.
პრემიერ ლიგის ამჟამინდელ ჩემპიონების ხელმძღვანელებს შეუძლიათ ნორვეგიელს მომგებიანი შეთავაზება გაუკეთონ, რაზეც უარის თქმა რთული იქნება.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.