1/8 ფინალური მატჩის მთავარმა არბიტრმა, ჯუნეთ ჩაკირმა, რომელიც კონკრეტულად მანჩესტერ "იუნაიტედი" - "რეალის" შეხვედრას(1:2) მსაჯდობდა კომენტარი გააკეთა ნანის გაგდებით გამოწვეულ კრიტიკაზე. "კრიტიკა, რომელიც განიცადა ჩემმა გადაწყვეტილება მატჩის შემდეგ უსაფუძვლოა. მე სულ არ ვფიქრობ ამაზე, რადგან ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს ჩემი სამსახურია".
"მე მაინც არ მეპარება ეჭვი იმ გადაწყვეტილებაში რომელიც "იუნაიტედი" - "რეალის" შეხვედრისას მივიღე. ნანი უნდა გამეძევებინა და ამას ხალხი დროთა განმავლობაში მიხვდება."-აცხადებს ჯუნეთ ჩაკირი.