თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2022, 19:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1668,
კომენტარები: 20
რანგნიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკიტხვებს უპასუხა.
რანგნიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
რალფ რანგნიკმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს "ბრენტფორდთან" მოახლოებულ მატჩისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

"ასტონ ვილასთან" ჩატარებულ შეხვედრაზე

"თასსა და ლიგაში ჩატარებულ ამ ორ თამაშს თუ შევადარებთ, "ვილა პარკზე" ჩემპიონატის ეგიდიტ გამართულ მატჩში ბევრად უკეთ ვიმოქმედეთ. პირველი 70 წუთი ძალიან კარგი იყო, მომეწონა ჩვენი მოძრაობა, მომეწონა ბურთის ფლობა, თამაშის სტრუქტურა, პრესინგები. მაშინაც კი, როცა საკუთარი საჯარიმოს დაცვა მოგვიწია, ეს კარგად გავაკეთეთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ იგივე თამაში "ბრენტფორდის" წინააღმდეგ.

პოგბას დაბრუნების შესახებ

გუშინ პოლმა პირველად ივარჯიშა საერთო ჯგუფში და პირველივე მცდელობაზე აჩვენა, თუ რა გამორჩეული ფეხბურთელი შეიძლება იყოს. თუმცა, ის ამ კვირაში არცერთ თამაშში შესარჩევად არ იქნება ხელმისაწვდომი.

პოლის ახალი კონტრაქტის შესახებ არაფერი ვიცი, ამაზე განცხადებას არ ვაკეთებ. გუშინ დავინახეთ, რომ ფიზიკურად და გონებრივად იდეალურადაა. ის, რაც მან აჩვენა ვარჯიშებზე, იმედისმომცემია. მოუთმენლად ველოდები როდის შეძლებს თამაშს. ვფიქრობ, ეს საერთაშორისო შესვენებიდან ორი კვირის შემდეგ მოხდება.

მარსიალის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე

ექვსი კვირაა აქ ვარ. ყველაფერი რაც სათქმელია, ვთქვი პრესკონფერენციის შემდეგ. კვირას მქონდა მასთან საუბარი, პირადი საუბარი იმაზე, თუ რა მოხდა და როგორ ვხედავ მთელ ამ სიტუაციას. ახლა ეს საკითხი მოგვარებულია. გუშინ და გუშინწინ არ ივარჯიშა, მაგრამ ალბათ დღეს ივარჯიშებს. ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, შევა თუ არა შემადგენლობაში.

პრემიერ ლიგის გაუქმებული მატჩების შესახებ

აქ მხოლოდ ჩვენს კლუბზე შემიძლია ვისაუბრო. ოთხი კვირის წინ გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ნორმალურად დაბრუნდა. ჩვენ გვყავს საკმარისი მოთამაშე და აღარ არის COVID-19-ის შემთხვევები. არ მინდა სხვა კლუბების განსჯა, პრემიერ ლიგა გაუმკლავდეს ამ ყველაფერს.

რონალდუს და რეშფოდრის მდგომარეობა

კრიშტიანუ და მარკუსი გუშინ ვარჯიშობდნენ, ამიტომ მჯერა, რომ დღესაც ივარჯიშებენ. მაგრამ მეორე მხრივ, "ვილასთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ კრიშტიანუ კარგად იყო, მაგრამ საბოლოოდ ვერ ითამაშა. მარკუსის შემთხვევაშიც ასეა, ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ დღევანდელ პრაქტიკას. ამ დროისთვის მჯერა, რომ ხვალ შეძლებენ თამაშს.

ელანგა


ახალგაზრდა ფეხბურთელია დიდი ტემპით და კონცენტრაციით. "პალასთან" მატჩის წინა დღიდან პირველივე ვარჯიშიდან ის აგრძელებს ბოლომდე იმის ჩვენებას, რისი გაკეთება შეუძლია, რის გამოც გადავწყვიტე მისი გაშვება მოედანზე "ვილასთან". ვფიქრობ, მან კარგად გააკეთა სამუშაო და აჩვენა ზუსტად ის, რასაც მისგან ელოდნენ. ძალიან ჭკვიანი ბიჭია, უსმენს რა უნდა გააკეთოს და აკეთებს. ის ყველაფერს აკეთებს მოედანზე და ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით ამ 75 წუთში.

საჭიროა გუნდის აშენება რონალდუს ირგვლივ?

ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ის, რაც მან გააკეთა თავის კარიერაში, უბრალოდ წარმოუდგენელია! 800 გოლი ოფიციალურ მატჩებში - ამისთვის 80 ან 100 წელი არავის მიუღწევია და ეს აჩვენებს როგორი ფეხბურთელია.

კრიშტიანომ ბოლო ორ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო, მაგრამ გუშინ ივარჯიშა, ალბათ დღეს ივარჯიშებს და ამის შემდეგ ვნახავთ, შეძლებს თუ არა მოედანს დაუბრუნდეს "ბრენტფორდის" წინააღმდეგ. მაგრამ თუნდაც ასეთი წარმოუდგენელი მოთამაშეზე ვსაუბრობთ რომელიც სიაში გვყავს, უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ სპორტზე მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ ლიგაში. ყველაფერის მარტო კეტება შეუძლებელია. ჩვენ გუნდურად უნდა გავაუმჯობესოთ და კრიშტიანუ ამ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია",- აცხადებს დასასრულს რანგნიკი
პრესკონფერენცია
20 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
19 იანვარი 2022 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
იმედია დღეს მოიგებენ თორე მართლა აგარ ტურიზმის ამათზე ნერვების მოშლაააა
0
№2
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2022 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
დღეს ყველა პონტში მოსაგები თამაშია
0
№3
ავტორი: bendzela
19 იანვარი 2022 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
თავგაზა უკვე მეორე თამაშია სკამდე დააგდო , საინტერესოა რა ხდება შიდა სამზარეულოში
0
№4
ავტორი: Malboro463
19 იანვარი 2022 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
50 მილიონიანი ტრაორე განაცხადშიც არ შეყავთ და ელანგა უკვე ძირითადს თამაშობს საინტერესოა
0
№5
ავტორი: Manumanu123
19 იანვარი 2022 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
შედეგებით რათქმაუნდა კმაყოფილები არ ვართ მაგრამ იცით რა მომწონს ამ კაცის? თავგასა სკამზე გადაწია რაშფორდიც და ყველას აგეძნობინა რომ გარანტირებული ძირითადში ადგილი არ ააქვთ წესით ეს უნდა მოქმედებდეს შეგზე კონკურენცია უნდა იზრდებოდეს თამაშის ხარისზთან ერთად დაველოდოთ იმედია ყველაფერი დალაგდება
0
№6
ავტორი: Malboro463
19 იანვარი 2022 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
ყველაზე მეტად გაპიარებული ინგლისელები რომ მოაჟინა ტრაკზე ეგ მისწორდება. მგუაერს რა #ლეობაც არ უნდა ჩაედინა მაინც რო ძირითადში იყო
0
№7
ავტორი: Old Red Devil
19 იანვარი 2022 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
გეთანხმებით.მოწოდების სიმაღლესე რომ არავინაა ეგ ნათელია.კი შოუ ჯობია ტელეშს მაგრამ საბოლოო ჯამშI არც ეგ ვარგა არც ბისაკა არც ჰარი.და გავარტყი მაგათ ინგლისელობას.არაუშავს,როგორც ჩანს იციან რაგნარამ საქმე და სჯის.ვერც ვერავინ იღებს ხმას.თუ ბოლომდე ენდობა მმართველობა მაგას რა ჯობია,ხო უნდა ნახონ რანაირ ხალხს უხდიან ფულს.ხო უნდა დარწმუნდნენ რო რეშია თუ სანჩო სუ კიდიათ გუნდი.და ადრე თუ გვიან მაიკების გაყიდვით მოგებას ვეღარ ნახავენ.
0
№8
ავტორი: Rooni
19 იანვარი 2022 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
25 წუთია ვუყურებ და რაცენზურაობას ვუყურებ ჯერ ვერ მივხვდი
0
№9
ავტორი: kashmara
19 იანვარი 2022 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
სამარცხვინოები არიან სულ რო 5 .0 მოიგონ მაინც ამათი დედებს ცენზურა
0
№10
ავტორი: Manumanu123
19 იანვარი 2022 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
მართლა მაინტერესებს ვინმეს თუ შეუძლია ამიხსნან ფრედი თამაშობს საყრდენად და საშინლად ბევრ შეცდომას უშვებს და დავიჯერო ბეეეკი უფრო უარესი იქნება ?ამიხსენით რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top