თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2022, 18:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1038,
კომენტარები: 3
რა შემთხვევაში წავა რონალდუ გუნდიდან
პორტუგალიელის სამომავლო გეგმები.
რა შემთხვევაში წავა რონალდუ გუნდიდან
პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშით უკმაყოფილოა. 36 წლის თავდამსხმელმა უკვე დაასახელა პირობა, რომლითაც მას შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედთან" თანამშრომლობა ვადაზე ადრე შეწყვიტოს.

ტაბლოიდის The Sun-ის ცნობით, ვარსკვლავური ფორვარდის აგენტი ცოტა ხნის წინ შეხვდა რიჩარდ არნოლდს, რომელიც უნდა დამტკიცდეს "წითელი ეშმაკების" აღმასრულებელ დირექტორად.

CriRo-ს სპიკერმა თქვა, რომ მისი კლიენტი შეშფოთებულია გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით. აგენტის თქმით, რონალდუ წასვლას გადაწყვეტს, თუ "მანკუნიელები" მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. კლუბი მეოთხე ადგილს ხუთი ქულით ჩამორჩება.
ჭორები
3 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
19 იანვარი 2022 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
აბა შენ იცი ვინც გასაჭირში გარბის იმის ადგილი გუნდიში არა ვინც გინდა ის იყოს
0
№2
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2022 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
კაი რაა არსად არ წავა მორიგი ჭორია
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2022 00:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საერთოდ არ გამიკვირდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top