თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2022, 19:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1273,
კომენტარები: 2
მორიგი ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს
კრიშტიანუს წარმატებული სვლა გრძელდება.
მორიგი ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს
The Best Awards-ზე, "იუნაიტედის" ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ სპეციალური პრიზი მიიღო ფიფასგან, პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ლეგენდარულმა თადამსხმელმა რეკორდული 115 გოლი გაიტანა, რითაც ნაკრებში ​გატანილი გოლებით საერთაშორისო რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.

ცერემონიალზე კრიშტიანუ ოჯახთან ერთად მივიდა, აღნიშნული ჯილდოს მირების შემდეგ სიტყვითაც გამოვიდა და აღნიშნა რომ ეს ყველაფერი ლამაზ ოცნებებს გავს.

"ეს ყველაფერი ოცნებაა! პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს ეროვნულ ნაკრებში, ვისთან ერთადაც ბოლო 20 წელი ვთამაშობდი.

წინა რეკორდი იყო 109 თუ არ ვცდები? მე ის გავაუმჯობესე 6 ბურთით და ძალიან ვამაყობ ამით! ეს არის FIFA-ს სპეციალური ჯილდო, ორგანიზაციას, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ასევე მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს ოჯახს. მშვენიერია იყო ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი!

ფეხბურთს 5 წლიდან ვთამაშობ, მაგრამ შევძელი ამ თამაშისადმი ვნება და გოლების გატანის სურვილი შემენარჩუნებინა. ვაპირებ გავაგრძელო და გავაგრძელო. იმედი მაქვს, კიდევ 4 ან 5 წელი ვითამაშებ. ეს ყველაფერი მენტალიტეტზეა, რადგან თუ შენს სხეულს სწორად მოეპყრობი, ის გინაზღაურებს როცა საჭირო იქნება ამ ყველაფერს"
,- აცხადებს დასასრულს კრიშტიანუ რონალდუ.

რონალდუ ასევე ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.

ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2022 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
შეუდარებელი ხარ რონი ❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2022 17:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სად წაიღოს ამდენი ჟილოდ :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top