თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2022, 18:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1087,
კომენტარები: 3
რანგნიკი: "მარსიალთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია"
ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
რანგნიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა, "ბრენტფორდთან" გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდამსხმელ ენტონი მარსიალთან პრობლემა მოაგვარა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რანგნიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მარსიალმა უარი თქვა მოედანზე გასვლა "ასტონ ვილა"- სთან მატჩში.

მოგვიანებით ფრანგმა ფეხბურთელმა ეს სიტყვები საკუთარ ინსტაგრამზე უარყო და განაცხადა, რომ არასოდეს გამოიჩენდა ასეთ უპატივცემულობას "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანების მიმართ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე რანგნიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მარსიალთან პრობლემა მოაგვარა.

"მე და მარსიალს გულწრფელი საუბარი გვქონდა. ჩვენ ყველა საკითხი მოვაგვარეთ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში", - ციტირებს გერმანელის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2022 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მაინც ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყო
0
№2
ავტორი: shotkin
18 იანვარი 2022 23:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აუფ და რა იგულისხმება მოგვარებაში? ის რო გადაწყდა რო წავა თუ ის რო ილაპარაკეს და რაღაც კონკრეტულზე შეჯერდნენ და მაგას ქვია მოგვარება? :D მაგარი ინტერვიუა :დ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2022 18:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: shotkin
აუფ და რა იგულისხმება მოგვარებაში? ის რო გადაწყდა რო წავა თუ ის რო ილაპარაკეს და რაღაც კონკრეტულზე შეჯერდნენ და მაგას ქვია მოგვარება? :D მაგარი ინტერვიუა :დ


მეც მაგაზე გამეცინა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top