თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2013, 11:01
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1301,
კომენტარები: 9
ინტერვიუ ანტონიო ვალენსიასთან!
"იუნაიტედის" ეკვადორელმა ვინგერმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის შვიდ ნომრიანი მაისური და იმაზე, რომ ძალიან სურს კლუბის ისტორიაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება....
ინტერვიუ ანტონიო ვალენსიასთან!
თქვენ იცოდით, თუ როგორი პატივისცემით ატარებდნენ შვიდ ნომრიან მაისურს ფეხბურთელები და ეს სერ ალექსის შემოთავაზება იყო, რომ შენც მოგერგო მაისური?
თქვენ მართალი ბრძანდებით, ეს მაისური ბევრს ნიშნავს. როდესაც მე "იუნაიტედში" გადმოვედი, ვიცოდი, რომ ამ მაისურს ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელეი ატარებდა. მათთვის ეს ცხოვრებაზე მეტი იყო. მე ეს ყველაფერი კარგად ვიცოდი.

რა ხდის ამ ნომერს ასეთ განსაკუთრებულს?

არ ვფიქრობ, რომ მართალი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ეს მაისური ყველა იმ მაისურისგან განსხვავდება, რომლებსაც ფერხბურთელები ატარებენ. ასეთ ნომრიან მაისურებს, მხოლოდ განსაკუთრებული ფეხბურთელები ატარებენ. აი ამიტომ ვხედავ ამ მაისურში რაღაც განსაკუთრებულს.

შეიძლება ვთქვათ, რომ ფეხბურთელს, რომელსაც ასეთი საპასუხო ნომერი აწერია ზურგზე, სხვებისგან ძლიერი ხასიათით განსხვავდება?

დიახ შესაძლოა. ყველა ფეხბურთელი, რომელიც ამ ნომერს ატარებს, თქვენ მათში რაიმე განსაკუთრებული პოვნა შეგიძლიათ. მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ გავხდები "შვიდიანის" განსაკუთრებული მფლობელი.

ამ ნომრის მეპატრონეებს რა აქვთ საიერთო?

გამარჯვების მენტალიტეტი, ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ტიტულებისადმი დიდი წყურვილი. მაგალითად დევიდ ბექემი, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ხუთი-ექვსი ტიტული მოიპოვა. თქვენ უბრალოდ ამას უყურებთ და ხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ციფრი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".

შეუძლია ამ ნომერმა ფსიქოლოგიური ზეწოლა მიაყენოს, იმას ვინც ახლა მოირგო შვიდ ნომრიანი მაისური?

მოდი გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ეს ყველას მოსდის. ამ ნომერს ისეთი ფეხბურთელები ატარებდნენ, რომელთაც კლუბისთვის თავის გაწირვაც კი შეეძლოთ. მაგრამ როდესაც მინდორზე გადიხარ, შენ გეუფლება გრძნობა:"შეხედე! მე შვიდ ნომრიანი მაისური მაცვია! მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ეს ციფრი ღირსეულად ვასახელო."

ამ ნომრის მფლობელებიდან, ვინ უფრო დიდი კვალი დატოვა კლუბის ისტორიაში?

ეს ძალიან ძნელია ასარჩევად, რადგან მე არჩევანი კანტონაზე, ბექემზე და რონალდოზე უნდა გავაკეთო. მაგრამ მაინც რონალდუს ავირჩევდი. ის კლუბს ძალიან ბევრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და ბევრი ლამაზი გოლიც გვაჩუქა.

რას ისტყვით ჯორჯ ბესტზე?

მე ეკვადორიაშიც, რომ ვთამაშობდი, მაშინაც ვიცოდი, რომ "იუნაიტედის" ისტორიაში არსებობდა ეს დიადი ადამიანი. ცუდია, რომ მის ერთ თამაშსაც ვერ მივადენე თვალი ცოცხლად.

სერ ალექს უთქვამს შვიდი ნომრის მნიშვნელობა თქვენთვის, სანამ ის მას გადმოგცემდათ?

არა, მან უბრალოდ მკითხა, გსურს თუ არა ეს ნომერი მოირგო. რათქმაუნდა, მეც დადებითი პასუხი გავეცი.

როგორ ფიქრობთ, უკვე დატოვეთ რაიმე კვალი ამ ნომრის ისტორიაში?

არა, ჯერ ამისგან შორს ვარ. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამას მომავალში გავაკეთებ.


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: mindo_96
8 მარტი 2013 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
ამან მეორე წრეში მაგრად მოუკლოო არადა პირიქით იყო სულ ბოლოს უმატებდა
0
№2
ავტორი: Luka Gelashvili
8 მარტი 2013 11:03
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ ლადო.. ეს არდავდე არ მევასება ვალანცია მაგარად და იმიტო :D .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: ლადო
8 მარტი 2013 11:06
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
TrueDeviL ,
მე მაგრად მევასება, მაგრამ ძალიან მოუკლო....ჩემი აზრით ჯერ ადრე იყო ამისთვის შვიდი ნომერი
0
№4
ავტორი: ( MCU...FaN )
8 მარტი 2013 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ციტატა: Lado Ghonghadze
აგრამ

გეთანხმები
0
№5
ავტორი: love united
8 მარტი 2013 12:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლადო...ვალენსიამ უნფდა მოუმატოს,თორემ მოუწევს სკამის ხეხვა...
0
№6
ავტორი: Shako Jones
8 მარტი 2013 13:24
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
წაართვით ეს 7 ნომერი და გააუქმეთ ვაფშე :@
0
№7
ავტორი: don_vini
8 მარტი 2013 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ვალენსიას ამ ნომრის პონტში კი არა და ისედაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი და მოსამატებელი.ჯერ ფორამს უნდა მოუმატოს,თამაშის ხარისხი გამოასწოროს და მერე იფიქოს თავის სახლეის ჩაწერას ამ ნომრით მანჩესტერის ისტორიაში.თორემ ნამდვიალდ 7 ნომრიანი მაისურით ვალენსიას ცუდათ თუ ითამაშა არავინ დააყენებს სასტავში და 7 ნოემრიც ჩვეულებრივად გადაინაცვლებს ზამენაზე:) ასე რომ მიდი ვალენისა და მოუმატე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№8
ავტორი: UTD-Rule
8 მარტი 2013 17:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საინტერესო იყო )) ვალენსიასგან უფრო მეტს ელოდება ყველა likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: buka oboladze
8 მარტი 2013 21:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მარტო ცუდი რატო გახსოვთ ამკაცის, რა თამაშები აქვს მოგებული მარტო ამას, ფორმაში როცაა საოცრებებს აკეთებს, რეალთანაც რომ შემოვიდა კარგად დაიწყო პროსტა გვიანი იყო, ნანის მაგივრად ვალენსიაც რომ ყოფილიყო რეალთან ყველაფერი კარგად წავიდოდა, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ პატივი უნდა ვცეთ ვალეს მართლა ძლიერი ფლანგელია, ჩადგება ფორმაში და ყველას დაგიმტკიცებთ ამას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top