თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2022, 19:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1366,
კომენტარები: 8
მწვრთნელის და ფეხბურთელის სიტყვები ურთიერთგამომრიცხავია
მარსიალმა რანგნიკის სიტყვებს უპასუხა.
მწვრთნელის და ფეხბურთელის სიტყვები ურთიერთგამომრიცხავია
შაბათს, პრემიერ ლიგის კალენდარულ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტივენ ჯერარდის "ასტონ ვილას" დაუზავდა საყაიმო ანგარიშით 2-2.

თამაშის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" მენტორმა რალფ რანგნიკმა თქვა, რომ ფორვარდმა ენტონი მარსიალმა უარი თქვა თამაშში მონაწილეობაზე. მწვრთნელის სიტყვებს ფრანგი მოთამაშე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"მე არასოდეს ვიტყვი უარს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე. შვიდი წელი ვითამაშე კლუბში და არასდროს გამომიჩენია და არც არასდროს გამოვხატავ უპატივცემულობას კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ“, - წერს მარსიალი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენტონი მარსიალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისური გრანდიდან ესპანურ "სევილია"-ში გადავიდოდა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2022 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
რომელს დავუჯეროთ?? ეს რა ხდება გუნდში რა უბედურებაა
1
№2
ავტორი: shotkin
16 იანვარი 2022 20:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძაან ადვილიროა აქ მტყუან მართლის გარჩვა მარტო მე მგონია ასე?))
1
№3
ავტორი: Gatika Gatikashvili
16 იანვარი 2022 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 217
ამას როგორ ვერვყიდით დინამო კიევში მაინც.. რატოუხდით ხელფას ?
2
№4
ავტორი: levionok
16 იანვარი 2022 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ნაცებისა და ქოცების კინკლაობას ემსგავსება ეს ყველაფერი გუნდი სერიოზულ კრიზისშია და სიკეთის ნიშანწყალი არ ეტყობა ამ გუნდში თამაში აღარავის უნდა დაჟე დიდი ფულის სანაცვლოდაც კი,ძირეული ცვლილებებია გასაკეთებელი ეს რა ხდება რა ფეხბურთს თამაშობს საერთოდ დაგვახია ბურთი ასტონ ვილამ ვულვზმა და ყველა საშვალო დონის გუნდმა თასზეც რომ გაგვიმართლა იმაში რომ დეხეა გვყავს ხომ ფაქტია ყველაზე მეტი სეივი აქვს კაცს პრემიერლიგაში გაკეთებული ეს უკვე ყველაფერზე ლაპარაკობს!!!
0
№5
ავტორი: zauri7
17 იანვარი 2022 10:01
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 125
ასეთი ინფორმაციები არ უნდა გამოდიოდეს გარეთ და ღიად არ უნდა საუბრობდნენ. ამაში მთავარი დამნაშავე არის კლუბი. მარსიალია თუ რანგნიკი მართალი, სულ არ აქვს ამას მნიშვნელობა.
1
№6
ავტორი: kOsTiA
17 იანვარი 2022 10:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ყველამ იცის რომ ამას მოტივაცია აქვს განულებული წლებია. კლუბის ბრალიცაა მაგრამ თავისი ხასიათითაც შეუწყო ხელი ყველაფერს. ეს და ასეთი ვინც არის. პოგბა მათ შორის. უბრალოდ ყველა ახალ მოსულ ფეხბურთელს იგივე განწყობას გადადებს. კლუბის ადმინისტრაცია რო ნაგავია ვიცით. მაგრამ მწვრთნელს რო აღარ უსმენ ორო აზრი არაა რო გასაგდები ხარ
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2022 17:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამაშია საქმე :)
0
№8
ავტორი: GIOMU
18 იანვარი 2022 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ყველა შემთხვევაში რანგნიკია დამნაშავე, რაც არ უნდა ეთქვა მარსლიანს ეს ჟურნალისტებთან არ უნდა გააჟღერო, თან წუწუნისავით გამოგდის თითქოს ფეხბურთელები არ თამაშობენ მე რა ვქნა როგორ მოვიგო თამაშიო, თუ არ იცი რა ქნა წადი მაშინ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top