იტალიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრს მსჯელობდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, ერიკ ბაილის "მილანში" სეზონის ბოლომდე შესაძლო იჯარის წესით გადასვლის შესახებ. თუმცა მოლაპარაკებები არ შედგება.
ამას ბრიტანული საინფორმაციო წყარო Sky Sports ადასტურებს. წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" პოლიტიკა მომდევნო თვისთვის ისეა სტრუქტურირებული, რომ კლუბი არ აპირებს პირველი გუნდის არცერთი ფეხბურთელის გაქირავებას.
ამრიგად, "როსონერის" მოუწევს ტრავმირებული სიმონ კიაერის შემცვლელი სხვა კანდიდატის მოძებნა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ იტალიურმა გრანდმა სრულფასოვანი გარიგების გაფორმება ცადოს ბაიის ტრანსფერისთვის მოლაპარაკებებში, რომელმაც მხოლოდ შარშან გააფორმა კონტრაქტი "მანკუნიელებთან".
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.