თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2013, 18:16
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 2872,
კომენტარები: 21
უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი
№1 vs №13
უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი
დავიდ დე ხეამ სეზონი ცუდად დაიწყო რამაც მისი კრიტიკა გამოიწვია და მას კონკურენტი გამოუჩნდა, მეორე კვირას „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში გამოჩნდა ანდრეს ლინდეგაარდი - არც ისე ნიჭიერი და ნაკლები პრაქტიკის მქონე მეკარე. მეკარე რომელშიც 3,5 ფუნტი გადაიხადა „მანჩესტერ იუნაიტედმა“.

უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი


დე ხეას კრიტიკის ან სათადარიგოთა სკამზე დასმის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა იცის , რომ ახალგაზრდა მეკარეს ჟურნალიტებისგან ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწევს. ყოველთვის როდესაც დე ხეა შეცდომას უშვებდა იგი განხილვის საგანი ხდებოდა ყველასათვის და ჟურნალისტები ჭორებს იგონებდნენ , რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მეკარე სჭირდებოდათ , მაგალითად ადრე ვრცელდებოდა , რომ „იუნაიტედი“ დაინტერესებული იყო „სტოკ სიტის“ მეკარით ბეგოვიჩით , ან „ბაიერნის“ მეკარით ნოიერით. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო მისი ერთი გოლის გაშვების ხარჯზე ან სათადარიგოთა სკამზე ხილვის შემდეგ.
როდესაც დაიწყო სეზონის მეორე ნახევარი დავიდ დე ხეამ ყველანაირ კრიტიკას ხაზი გაუსვა. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ლამაზი თამაშით მადრიდი „რეალთან“ და აქ კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყველანაირ კრიტიკას.
ყველა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარს უყვარს იგი და სჯერათ მისი.

უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი


არგუმენტები , რომლებიც შეგვიძლია მას მივაწეროთ :

შესანიშნავი სეივები ბოლო მატჩებში
ფეხბურთელი სწრაფად პროგრესირებს
იდეალური თამაში გასვლით მატჩებში

უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი


რაც შეეხება ანდრესს , მასზე ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ რადგან ყველამ ვიცი როგორი მეკარეც არის იგი. თითქოს როდესაც იგი თამაშობს მატჩი სანდო და მშვიდია , მაგრამ ყველაფერი პირიქით არის. ერთ დროს , თითქოს ფერგიუსონი მასში ნომერ პირველობას ხედავდა , მაგრამ „რედინგთან“ მატჩის შემდეგ , ყველაფერი შეიცვალა , სადაც 27 წლის მეკარემ 24 წუთში 3 გოლი გაუშვა.
არგუმენტები რომლებიც შეგვიძლია მას მივაწეროთ :

იშვიათი სეივები
არასათანადო პრაქტიკა
დაძაბული თამაში

უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი


ჩემი აზრით ისეთი ტოპ კლასის გუნდი როგორიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ სჭირდება ტოპ კლასის მეკარე. მე ვთვლი , რომ დავიდ დე ხეა რამდენიმე წელიწადში გაუტოლდება პეტერ შმეიკელსაც და ვან დერ საარსაც . მისი ასაკიდან გამომდინარე თავი უნდა მოვეშვათ მის კრიტიკას რადგან ის მხოლოდ 21 წლისაა და ყველაფერი წინაა ხოლო ანდრესი 27 წლისაა და ამ ასაკშიც არ აქვს სათანადო პრაქტიკა.


სტატიები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
8 მარტი 2013 10:56
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მგონი კარგი გამოვიდა.. ბოლოში გამოკითხვაში დააფიქსირეთ თქვენი აზრი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: BERDI
8 მარტი 2013 11:02
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ლუკა მაგარი გამოვიდა. დაფიქრების გარეშე დე ხეა რათქმაუნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: ლადო
8 მარტი 2013 11:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
TrueDeviL ,
საღოლ ლუკა კარგიააა....ჩემი ხმაც დავითმა მიიღოო
0
№4
ავტორი: always ReD
8 მარტი 2013 11:06
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
100 % ნოლზე :დ
0
№5
ავტორი: TatyMufc
8 მარტი 2013 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
რათქმაუნდა დე ხეა:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Always a RED!
№6
ავტორი: ( MCU...FaN )
8 მარტი 2013 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
დე ხეა love
0
№7
ავტორი: UTD-Rule
8 მარტი 2013 11:30
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დე ხეამ მისი სათქმელი უკვე თქვა ამიტო და ყველაფერი მაღალ დონეზე შეასრულა ამიტო ჩემი აზრით დე ხეა უნდა იყოს იუნაიტედის ნომერ პირველი მეკარე ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: Luka Gelashvili
8 მარტი 2013 12:09
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
რა პლუისი აქვს ამ მეკარეს ? არანაირი

მართლაც რომ ესეა არანაირი პლიუსი ეს რო კარებში აყენია უნდა დაწერო "კი" გოლს გავუშვებთ უეჭველი მაგარმ გავიტანთ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№9
ავტორი: love united
8 მარტი 2013 12:12
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ლუკა კარგია,მაგრამ არ გეთანხმები...N1 მეკარე დე ხეა რომ არის მაგაზე 2აზრი არაა..მაგრამ სულ რომ არაფერს აკეთებდეს ანდერსი ასე მიწასთან გასწორება არ ღირს...კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეას ვერ გაუწევს კონკურენციას ჩემი აზრით...
0
№10
ავტორი: Zizou
8 მარტი 2013 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
დე გეა რათქმაუნდა, ლინდეგაარდი კი სანდო მეკარეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top