Sky Sports News-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელში "ვულვერჰემპტონთან" მარცხის შემდეგ, ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო გერმანელი მთავარი მწვრთნელის რალფ რანგნიკის მუშაობის მეთოდებით.
თუმცა, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა უარყო ეს ჭორები და კლუბის მთავარი მენტორის მიმართ მხარდამჭერი სიტყვები არ დაიშურა.
"ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ გუნდის მიერ ნაჩვენები ბოლო გამოსვლებით და ამასთანავე პრესის მიერ გავრცელებული სიახლეებით, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ მენეჯერისა და სამწვრთნელო შტაბის, არამედ კლუბის მიმართაც",
მე უსაზღვრო პატივს ვცემ როგორც კლუბს, ასევე მწვრთნელს და მოუთმენლად ველი შესაძლებლობას გავაუმჯობესო ჩემი თამაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით,” - დასძინა ფეხბურთელმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.