თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2022, 17:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1324,
კომენტარები: 7
რანგნიკი შოკირებულია
სპეციალისტს კლუბში არსებული სიტუაცია არ მოსწონს.
რანგნიკი შოკირებულია
რალფ რანგნიკმა საკმარისად საფუძვლიანად შეისწავლა "მანჩესტერ იუნაიტედი", მანამ სანამ კლუბში სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგებოდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, გერმანელი შოკირებული იყო გუნდის შიდა სამზარეულოს მდგომარეობით. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail - მწვრთნელთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

რანგნიკი არსებულ სიტუაციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ გუნდმა ოთხეულისთვის ბრძოლა ძალიან გაირთულა, წინ რთული ამოცანებია შესასრულებელი.

აღნიშნულია, რომ სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველებს თავისი სათამაშო სისტემისთვის შეუფერებლად მიიჩნევს. ასევე, გერმანელი სპეციალისტი გუნდის ფიზიკური მზადყოფნით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს რალფ რანგნიკი კლუბის კონსულტანტის პოზიციაზე გადავა.

ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2022 17:12
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ზოგიერთ ფეხბურთელს ავიწყდება რომ "იუნაიტედისთვის" ყველაფერი უნდა გაიღოს და იმაზე მეტად უნდა ივარჯიშოს ვიდრე ვულვზის ან ასტონ ვილას ფეხბურთელები ვარჯიშობენ, ახალი მწვრთნელი ახალი სავარჯიშო სისტემიტ ფორმააციებიტ, რთულლია რა თქმა უნდა მაგრამ ფიიზმომზადების დონე უნდა გაიზარდოს რალფის სტრატეგიას ეს სჭირდება და მჯერა რომ დალაგდება ყველაფერი თავის ადგილზე, ერთი ადგილის მოთამაშე ფეხბურთელებიც მიხვდებიან თუ რა მაისური აცვიათ. გრინვუდზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გამწვავება მეისონს შეუძლია, რეშფორდი პოლიტიკაშია, სანჩო ჯერ ისევ ვერ აყოლია რითმს და ამ ხალხს ცოტა გამოფხიზლება სწირდება და კარგია გერმანული ცივი სისხლი მიხედავს ამათ.
0
№2
ავტორი: bendzela
9 იანვარი 2022 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მე პირადათ მაგრად მეიმედება ეს კაცი და მგონია რო დააალაგებს სიტვაციას , ჩემპიონთა ლიგაზე ჩუმი ფავორიტები ვართ
1
№3
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2022 18:29
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: bendzela
მე პირადათ მაგრად მეიმედება ეს კაცი და მგონია რო დააალაგებს სიტვაციას , ჩემპიონთა ლიგაზე ჩუმი ფავორიტები ვართ

ჩუმი ფავორიტები +1
0
№4
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2022 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მჯერა ბოლომდე ამ კაცის
0
№5
ავტორი: Old Red Devil
9 იანვარი 2022 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ეგ კი არა ჩვენ ვარათ შოკირებული ამ ზარმაცი მილიონერების უნიათობით.ლიდსი რო გაჯობებს ფიზ მომზადებით აი მანდ გვაქ დარხეული.კი არ ყავთ ძლიერი სასტავი,შემსრულებლები და ეს ფინანსების ამბავია,მაგრამ რაც შეუძლიათ ვირებივით დარბიან და მათთან ძნელია თამაში.ესენი კი დანავარდობენ
0
№6
ავტორი: Phil Jones
10 იანვარი 2022 11:26
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აი ფიზიკას მეც ვამჩნევ ეს კიარა, ტიპები ბოლოსკენ ვეღარ დარბიან, რონალდო რომ რონალდოა და კავანი ეგ ორი მეტს მოძრაობენ ვიდრე ეს ჩვენი ნაქები ახალგაზრდები...
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2022 16:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხო არ გვეშველა მოკლედ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top