"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, აქსელ ტუანზებემ "ნაპოლისთან" გააფორმა კონტრაქტი - ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ადასტურებს. 24 წლის ფეხბურთელი იტალურ კლუბში 2021/22 წლის სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. ტუანზებე აქამდე "ასტონ ვილაში" იყო განათხოვრებული, სადაც 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ტუანზებესთვის ეს შესაძლოა, "იუნაიტედში" მისი კარიერის გადარჩენის შანსი იყოს. ინგლისელი იმედოვნებს, რომ იტალიაში გატარებული ექვსი თვე, მის ამბიციებს "იუნაიტედის" ფეხბურთელობის შესახებ ისევ გააცოცხლებს. ასეთი შანსი, მან აქამდეც მიიღო, როდესაც ის 2018/19 წლებში იჯარიდან დაბრუნდა, ოლე გუნარმა მას ნდობა გამოუცხადა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა. მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში, ტუანზებემ 29 შეხვედრა ჩაატარა და "როჩდეილის" წინააღმდეგ კაპიტნადაც კი მოგვევლინა.
24 წლის მცველისთვის, ეს ასევე კარგი შანსია, რომ რეგულარულად მიიღოს სათამაშო დრო და განვითარდეს სერია ა-ში, რომელიც ყოველთვის ამაყობდა საიმედო მცველებით.
ახალი ამბები, ტრანსფერები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.