თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2022, 21:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2738,
კომენტარები: 16
პოგბამ გადაწყვეტილება მიიღო
დარჩება თუ წავა ფრანგი.
პოგბამ გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას მომავალი გაურკვეველი რჩება.

Sky Sports-მა ცნობილი გახადა ინფორმაცია რომლისთანახმადაც ნახევარმცველი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში სხვა კლუბში გადასვლას არ დათანხმდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგ ნახევარმცველს "წითელ ეშმაკებთან" მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ეწურება. კლუბმა პოგბას თანამშრომლობის გახანგრძლივება უკვე შესთავაზა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

პოგბა ინგლისური გრანდის ღირსებას 2016 წლის აგვისტოდან იცავს. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 იანვარი 2022 21:09
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
პოგბა არის უდიდესი ძალა. დაბრუნდეს მალე რომ ეშველოს ნახევარდაცვას.
1
№2
ავტორი: shotkin
4 იანვარი 2022 21:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იცი რაარი კაცია და გუნება , გააჩნია როგორი გუნდი გინდა რო გყავდეს , კლოპი ფერგიუსონი და სხვა მკაცრი მწვრთვნელი ამისნაირი ფილოსოფიის და მიდგომის ფხბურთელს წამით არ გააჩერებდა გუნდში ან მოარჯულებდა ან გაუშვებდა, ამ ეტაპზე რაც პოლის მოღვაწეობას მანიუში ვუყრებ ნათლად ჩანს რო ტიპი უფრო ზარალია ჯამში ვიდრე სარგებელი მოაქვს, ამის გამოხტომებს რო თავი გაანებო იმდენ ტრამვას იმიზეზებს რო ყოველ წელს დეკემბერ იანვარს ისვენებს კაცი და დაგრიალებს დუბაიში ))) გამოიზამთრებს ხოლმე თბილ ქვეყნებში და მერე ჩამოდის ინგლისში ბოლო 2-3 თვე სატამაშოდ იმ ბოლო 2-3 თვეშიც მიაბავს 1-2 კვირიან ტრამვას და ეგაა ფულებს აიღებს, ისმის კითხვა რად უნდა გუნდს ესეთი ფეხბურთელი ჭირდება თუ არა? რაცარუნდა ნიჭიერი იყოს? კითვაზე პასუხიც მარტივია ,,კაცია და გუნება" გააჩნია როგორი მიდგომა აქვს კლუბს რამდენენად ადარდებს მფლობელს გუნდის წარმატება, თორე რო ადარდებდეს პასუხი მარტივი იქნებოდა იმიტორო დაუწერელი კანონია რო სპორტში წარმატების უპირველესი საწინდარი არის ჯერ დისციპლინა მერე სხვა დანარჩენი.

აქ კიდე რამდენიმე კვირის წინ ყველამ გაიგო რამდენად დისციპლინირებულია გუნდი, რაგნიკის ვარჯიშებზე რო 1 ამბავი ატეხეს მოთამაშეებმა))) აი მანდ აქვს დანძრეული კლუბს და ეგ ისეთი სერიოზული პრობლემაა მაგას დეკადები შეიძლება ვერ უშველო, მაგ პრობლემის თავი და თავი კიდე მფლობელებბის და ხელმძღვანელობის მხრიდან თავის ნებაზე მიშვებული და გათამამებული ფეხბურთელებია, იქნება ეს ხელფასებით თუ კიდევ სხვა რამით.
0
№3
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2022 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ნამდვილად ძალაა რომელიც ჭირდება ამ გუნდს მაგრამ ფაქტია რო ორი სხვადასხვა მოთამაშეა ჩვენთან და ნაკრებში თუ წასვლა უნდა ძალით დარჩენას რა აზრი აქვს
0
№4
ავტორი: Phil Jones
5 იანვარი 2022 11:57
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აი ამაზე ჩათლახური საქციელი რასაც პოგბა აკეთებს უბრალოდ არ არსებობს ან მოაწერე ხელი ან წადი შე დალოცვილო...
2
№5
ავტორი: Buk777
5 იანვარი 2022 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Tu darchena unda unda moaweros xeli tu ar moawers da dasvan mteli sezoni skamze arada erterti sauketesoa magram rat ginda tu ar unda darchena ragat unda gunds
1
№6
ავტორი: bendzela
5 იანვარი 2022 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ. ამოვიდა ყელში ამის საქციელები, გუნდი არის გასასუფთავებელი ესეთი უარგისი ფეხბურთელებისგან . ლაიფციგიდან ჰაიდალა რო დავიმატოთ ამ ზამთარს კარგი იქნება
1
№7
ავტორი: f.c.mu
5 იანვარი 2022 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
სადაც კითხვის ნიშნებია იქ უკვე ჯობია რო წავიდეს
რაღაც დონეზე მაინც თუ განიხილავს რო წასვლა ჯობია მაშინ ჯობია წავიდეს

ამდენი ხანი არ აწერს ხელს, ესეგი ეჭვებშია და ჯობია წავიდს
1
№8
ავტორი: Old Red Devil
5 იანვარი 2022 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ისე რამდენი იწერება იმის შესახებ რომ თურმე ახალმა მწვრთნელმა ახალი მუხტი ვერ შეიტანა და რომ თურმე ეს ფორმაცია არ ვარგა და ვაი რეშფორდი საღამოს ტიკ ტოკს ვერ იღებს და ნუ ათასი სისულელე.არ არიან ესენი ამ გუნდის ხალხი.ვერ ვხედავ მე ამათგან თავდადებას.არ უყვართ გუნდი.ჩვეულებრივი დაქირავებული მუშები არიან რომლებსაც პახაობა კი არა მიფუჩეჩება ურჩევნიათ რომ დროზე ფული აიღონ.ამ პოგბას სანტა ბარბარათი დავიღალე რა.
1
№9
ავტორი: Buk777
5 იანვარი 2022 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
ციტატა: Old Red Devil
ისე რამდენი იწერება იმის შესახებ რომ თურმე ახალმა მწვრთნელმა ახალი მუხტი ვერ შეიტანა და რომ თურმე ეს ფორმაცია არ ვარგა და ვაი რეშფორდი საღამოს ტიკ ტოკს ვერ იღებს და ნუ ათასი სისულელე.არ არიან ესენი ამ გუნდის ხალხი.ვერ ვხედავ მე ამათგან თავდადებას.არ უყვართ გუნდი.ჩვეულებრივი დაქირავებული მუშები არიან რომლებსაც პახაობა კი არა მიფუჩეჩება ურჩევნიათ რომ დროზე ფული აიღონ.ამ პოგბას სანტა ბარბარათი დავიღალე რა.

100%
0
№10
ავტორი: Roberto
6 იანვარი 2022 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ამ თემასთან არაფერ შუაშია და რუნის კანდიდატურა ხალხს ხუმრობად არ ეყო.არადა რა მაგარი პრესა აქვს ინგლისში და საქებარს არ იშურებენ,რადგან იმნაირი შემადგენლობით და სიდუხჭირით კიდევ მაგარი შედეგი ქონია,დროებით რო მოეყვანათ ცუდი არ იქნებოდა,მანდ გამოჩნდებოდა ივარგებდა თუ არა.თუმცა აწი უკვე გვიანია
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top