"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა, ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს თავდამსხმელ ედინსონ კავანის კლუბის დატოვების უფლებას არ მისცემს.
"ედიმ იცის, რომ მას იანვარში ნამდვილად არ გავუშვებ. მე უფრო ხშირად ვესაუბრები მას, ვიდრე სხვა ფეხბურთელებს და მან იცის, რომ მე ნამდვილად ვაფასებ მას“, - ციტირებს Daily Mail-ის გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კლუბში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებამდე სწორედ კავანი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი დამრტყმელი ძალა.
მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ფორვარდმა "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ორი გოლის გატანაც მოახერხა.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.