დღეს, 31 დეკემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსონი დაბადების დღეს აღნიშნავს. სპეციალისტი 80 წლის გახდა. ინგლისური კლუბის პრეს-სამსახურმა ტვიტერის ანგარიშზე ლეგენდას დღესასწაული მიულოცა.
"ვულოცავთ ჩვენს ლეგენდარულ ყოფილ მთავარ მწვრთნელს იუბილეს",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ალექს ფერგიუსონი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს 1986 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით "წითელი ეშმაკები“ 13-ჯერ გახდნენ ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონები.
მათ ასევე ასევე ორჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, სერ ალექსის თაოსნობით "მანკუნიელებმა" ინგლისის თასი ხუთჯერ და ლიგის თასი ოთხჯერ მოიპოვეს.