"მარსელის" 22 წლის ნახევარმცველი ბუბაკარ კამარა სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ ერთ მოთხოვნად ფეხბურთელად გადაიქცა.
ფეხბურთელს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ამიტომ ხელმძღვანელობამ მისი გათავისუფლება იანვარში გადაწყვიტა, რამაც ევროპის წამყვანი კლუბების მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ნახევარმცველის "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "მილანში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ, ახლა კი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ნიუკასლიც" ჩაერთო, იუწყება ბრიტანული ტაბლოიდი The Sun.
წყარო განმარტავს, რომ "კაჭაკები" აპირებენ კამარას, კონკურენტებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი პირობები შესთავაზონ პირადი შეთანხმებისთვის.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.