თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2012, 14:58
ავტორი: Mike,
ნანახია: 2482,
კომენტარები: 10
რიო
პრემიერ ლიგის "როლს როისი"
რიო
ნებისმიერი მწვრთნელი, კითხვაზე, თუ რა არის წარმატების მთავარი პირობა გიპასუხებთ, ეს არის ძლიერი და სტაბილური დაცვა. „ბასბის ბიჭების“ დაცვას ბილ ფლაუკსი ხელმძღვანელობდა, დოჰერტი მარტინ ბუჩანს ენდობოდა, სექსტონი - გორდონ მაქქუინს, ხოლო პოლ მაკგრატი ატკინსონის დაცვის ბურჯი გახლდათ. 1986 წელს მანჩესტერის სათავეში მოსულ ალექს ფერგიუსონს კარგად ესმოდა, რომ ცენტრალური მცველის გარეშე ბასბის წარმატებას ვერ გაიმეორებდა. პირველი ასეთი კაცი ფერგის ფორმაციის „იუნაიტედში“ სტივ ბრიუსი გახლდათ - იუნაიტედის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კაპიტანი, შემდეგ იყვნენ გარი პალისტერი, რონი იონსენი და იაპ სტამი, ეს ფეხბურთელები თავის დროზე ერთ-ერთი გამორჩეული მცველები იყვნენ, ხოლო როცა საჭირო გახდა „იუნაიტედის“ დაცვის ბურჯის ძიება, ფერგის ყურადღება მიიპყრო ლონდონელმა ჭაბუკმა, რომელსაც შემდეგში დიდი ფერგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლონდონურ ბრილიანტს უწოდებს.
პატარა რიო საკმაოდ წარმატებული იყო ტანვარჯიშსა და ბალეტში, თუმცა მისი ნატვრა დიდი ფეხბურთის თამაში იყო, როცა არჩევნის წინაშე დადგა უყოყმანოდ მიუძღვნა ცხოვრება ფეხბურთს.
_ ყოველთვის მინდოდა ფეხბურთელობა. გამომდინარე იქიდან რომ ფულიც მჭირდებოდა, მინდოდა ცნობილი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ბევრი ფული მქონოდა, _ ამბობს რიო. მისი შესაძლებლობები პირველად „ვესტ ჰემის“ სკაუტების მხედველობის არეში მოხვდა, მაშინ რიო წინწაწეული ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა ქალაქ ელტამის 14 წლიანთა შემადგენლობაში. როცა რიოს ნიჭი ყველამ დაინახა, მან 5 კლუბში გაიარა გამოცდები: „ჩელსიში“, „ჩარლტონში“, „მილდისბროში“, „მილოულსა“ და „ნორვიჩში“, მიუხედავად ამისა, იგი „ვესტ ჰემის“ ბავშვთა სკოლაში 2 წლიანი კონტრაქტით მოხვდა, სადაც უნდა ესწავლა თამაში და ტონი კოტის ბუცები ეწმინდა. სწორედ ამ პერიოდში მივიდნენ „ვესტ ჰემის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელები იმ დასკვნამდე, რომ რიოსგან უფრო კარგი ცენტრალური მცველი დადგებოდა, ვიდრე ცენტრფორვარდი. რიოს შესაძლებლობებმა დიდი შთაბეწდილება მოახდინეს ჰარი რედნაპზე და 17 წლის ასაკში მან თავის პირველი კონტრაქტი გააფორმა „ვესტ ჰემის“ მთავარ გუნდთან. იგი ახალგაზრდული გუნდის სული და გული გახლდათ. მიუხედავად დიდი ნიჭისა, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რიო რომელიმე დაბალი დივიზიონის გუნდში გაენათხოვრებინა, რათა მიეღო მეტი გამოცდილება. დიდებისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი გაჩერება იყო „ბორნმუთი“, სეზონის დასრულებამდე დარჩენილ 2 თვეში რიო მოედანზე 10 ჯერ გამოვიდა და თავის გუნდს 14 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. რასელ ბირდსმორი თავის დროზე „იუნაიტედში“ თამაშობდა, მხოლოდ 1993 წელს გადავიდა „ ბორნმუთში“, სადაც 17 წლის რიოსთან ერთად მოუწია თამაში. იგი იხსენებს თუ როგორ მოიხიბლა პატარა რიოს დიდი ნიჭით: _ ცხოვრებაში არ მინახავს ამ ასაკში ასეთი თავდაჯერებული ცენტრალური მცველი. სერ ალექსის სკაუტებიც არანაკლებ გაკვირვებულები დარჩნენ როცა მისი თამაში იხილეს.
_ როგორც კი მისი არსებობის შესახებ გავიგე, მაშინვე დავურეკე „ბორნმუთის“ მთავარ მწვრთნელს და მასში დიდი ფული შევთავაზე, მაგრამ მან მითხრა, რომ იგი იჯარით თამაშობდა მათთან, როცა იგი თავის კლუბში დაბრუნდა მაშინვე მივმართეთ წინადადებით, _ იხსენებს სერ ალექს ფერგიუსონი.
„ვესტ ჰემში“ დაბრუნების შემდეგ, რედნაპმა იგი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, თუმცა დებიუტი არც თუ სახარბიელო გამოდგა: „ვესტ ჰემმა“ ასოციაციის თასზე „რექსემთან“ წააგო, ხოლო პრემიერლიგაში „ბლექბერნთან“ თუმცა, ამ შეხვედრაში, რიომ თავისი პირველი „ეპლ“ გოლი გაიტანა, ამ დღიდან რიოს ძირითადი სეზონის ბოლომდე აღარ დაუტოვებია, ბოლო ტურის შეხვედრაში კი „ვესტ ჰემი“ „იუნაიტედს“ შეხვდა, მანჩესტერმა ის შეხვედრა 2:1 მოიგო , რიო კი ერიკ კანტონას მეურვეობდა, როგორ გაართვა თავი ეს უკვე სხვა საქმეა, მწვრთნელმა იგი, თამაშის დასრულებიდან 25 წუთით ადრე შეცვალა. როგორც რიო იხსენებს მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მისი სახელი ამ კლუბს დაუკავშირდებოდა.
მას აქვს სისწრაფე,კარგად ფლობს ბურთს, კარგად თამაშობს თავით, ფანტასტიურად კითხულობს თამაშს, მოკლედ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო გახდეს, იგი „ეპლს“ „როლს როისია“ _ აფრქვევდა ემოციებს ჰარი რედნაპი. რიოს სანაკრებო დებიუტი 1997 წელს შედგა კამერუნის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში და როგორც რიო იხსენებს ამ თამაშმა იგი უფრო „დაავადმყოფა“ ფეხბურთით. ფერდის უნდოდა ყოფილიყო საუკეთესო, თუმცა „ვესტ ჰემის“ უუნარობა ვერ იქნებოდა ამის გარანტი, მიუხედავად ჰარი რედნაპის დიდი წინააღმდეგობისა 2000 წლის 26 ნოემბერს ფერდინანდი „ლიდსმა“ იყიდა 18 მილიონად, მიუხედავად სარეკორდო თანხისა, დევიდ ოლირიმ მას ხურდა უწოდა.
ოლირის ხელმძღვანელობით რიო უფრო უკეთ ათამაშდა, „ელანდ როუდზე“ თამაშის მეორე სეზონში კი კაპიტანიც გახდა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რიოზე დიდი „ნადირობა“ გაჩაღდა. „ მანჩესტერმა 18 მილიონი დაინანა რიოსთვის, ახლა კი 30 მილიონის გადახდა მოუწევს, განაცხადა ოლირიმ, თუმცა იგი განთავისუფლეს, ხოლო „იუნაიტედმა“ 29.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და რიო „ეშმაკი“ გახდა.
სერ ალექსი დარწმუნებული იყო, რომ მოიწვია ფეხბურთელი, რომელიც დიდ როლს ითამაშებდა მომავლის „მანჩესტერის“ მშენებლობაში. რიო „ეშმაკებს“ შესანიშნავად შეეწყო, თითქოს მთელი ცხოვრება გუნდში ირიცხებოდა, თუმცა ალბათ ყველას კარგად ახსოვს ის ავადსახსენებელი მომენტი როცა, დოპინგ ტესტის გამო „ფერდის“ დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს (8 თვიანი), ალბათ ყველას ახსოვს როგორ უჭირდა მაშინ „იუნაიტედს“,თუმცა რიო დაბრუნდა უფრო ძლიერი , უფრო საჭირო და „წითელი ეშმაკუნების“ ისტორიის ერთ-ერთი შემოქმედი გახდა. ნემანია ვიდიჩის და მისი ტანდემი კი „მანჩესტერის“ და მსოფლიოს ისტორიაში კი თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. რიოს დღესაც გამოირჩევა სტაბილურობით და იმ ბევრი კარგი თვისებით, რომელიც მას ახასიათებს, ჩემი აზრით იგი ახალგაზრდა მცველებისთვის მაგალითი უნდა იყოს.


სპეციალურად Redarmy.ge _ სთვის
ლეგენდები
10 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
17 ოქტომბერი 2012 15:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ !! წავიკითხავ მერე smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: VaRdo
17 ოქტომბერი 2012 15:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამას ცოტა მერე წავიკითხავ : )) საღოლ

ყველაპატარა წვრილმანს უდიდესი ყრუადღება მიექცევა და გთხოვთ გაითვალისწონოთ. ეს იქნება სასვენი ნიშნები თუ შეცდომით დაწერილი სიტყვები. ასე, რომ ყველას გთხოვთ, რომ სანამ სიახლეს დადებთ გადახედეთ და ყურადღებით გადაიკითხეთ სადმე რამე შეცდომა ხომ არ გამოგეპარათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Mike
17 ოქტომბერი 2012 15:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
საინტერესო სტატიაა, მე გირჩევთ რო წაიკითხოთ ))) likeaboss
0
№4
ავტორი: Red Hooligan
17 ოქტომბერი 2012 15:41
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Mike,
წავიკითხე, საღოლ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: Robin Van Persie )))
17 ოქტომბერი 2012 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
კარგია ავტორ ყოჩაღ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Believe
№6
ავტორი: zatara
17 ოქტომბერი 2012 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
საღოლ ავტორს... მიყვარს ესეთი პოსტები :)

რიო კიდე არ მეგონა წინ თუ თამაშობდა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№7
ავტორი: Ví Ví
17 ოქტომბერი 2012 17:58
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღოლ პირველად წავიკითხე სტატია ბოლომდე :D :D :D საღოოოოოლ
0
№8
ავტორი: Amanda Seyfried
17 ოქტომბერი 2012 19:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ამას აქ უწერია კარიერის დამთავრება viva_united
0
№9
ავტორი: w.rooney
18 ოქტომბერი 2012 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
kaia
0
№10
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
მაგარი კაციააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top