იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა, ლეგენდარულმა, ოქროს ბურთის მფლობელმა ფაბიო კანავარომ, სერია A-ს პირველი ტურის შედეგები შეაჯამა.
კერძოდ, სპეციალისტმა ყურადღება რა თქმა უნდა "იუვენტუსზე" გაამახვილა, რომელიც რაღაც მომენტში სათამაშო კრიზისში შევიდა.
"იუვენტუსის" რეგრესი არ გამიკვირდა, ვფიქრობ, ეს გარდაუვალი იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ მათ დაკარგეს "მწვრთნელების მშველელი" კრიშტიანუ რონალდუ, მასთან ერთად ყოველი მატჩი "ტურინელების" სასარგებლოდ 1:0 იწყებოდა.
ახლა მათ უწევთ ხელმისაწვდომ რესურსებთან გამკლავება - ზოგიერთმა ფეხბურთელმა დაკარგა ოპტიმალური მდგომარეობა, ზოგიერთ ახალგაზრდას კი კვლავ ებრძვის სხვადასხვა პრობლემები", - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Football Italia.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.