"იუვენტუსის" ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ფედრეიკომ ასევე ისაუბრა იმ გარემოზე რომელსაც რონალდუ ქმნიდა გუნდში და თუ როგორ დაეხმარა ეს გარემო მას პროფესიონალურ ზრდაში.
"ტრავმისგან უნდა გამოვჯანმრთელდე და 2022 წელს საუკეთესო მდგომარეობაში უნდა შევხვდე, ამიტომ შვებულებაში არ წავსულვარ.
"გარემარბი" ვარ, მაგრამ ყოველთვის იქ ვთამაშობ, სადაც მწვრთნელი ამბობს. მე დავამტკიცე "იუვენტუსში" და ევროპის ჩემპიონარზე, რომ საუკეთესოდ ვთამაშობ მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე.
რონალდუს თავდადებამ, მისმა ძალამ, საკვანძო ფეხბურთელის და ნებისმიერ მომენტში მონაწილეობის უნარმა შთამაგონა. ის სხვა პლანეტიდანაა. საინტერესო იყო მასთან ერთად ვარჯიში და იმის დანახვა, თუ რას აკეთებს ის, რომ იყოს ძლიერი.
გამიმართლა, რომ გარკვეული დრო გავატარე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან",- დასძინა კიეზამ დასასრულს.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.