დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელი ამომავალი ვარსკვლავის, ცენტრფორვარდის, ერლინგ ჰაალანდისთვის ბრძოლაში სამი მთავარი კანდიდატი გამოვლინდა.
გაზეთი Marca-ს ცნობით, ფეხბურთელისთვის "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
სამივე კლუბი მზადაა ჰაალანდის შესაძენად 75 მილიონი ევრო გამოყოს. სწორედ ამ თანხით შეგიძლიათ ერლინგის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. თუმცა უცნობია ეს თანხა სადამდე გაიზრდება მთელი რიგი პროცედურების დროს.
ნორვეგიელი თავდამსხმელი "ბორუსიაში" "ზალცბურგიდან" 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მისი კონტრაქტი გერმანელებთან 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში ჰაალანდის პირად აქტივს მშვენიერი ციფრები ამშვენებს - ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.