ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კავანის "ბარსელონაში" ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა, კატალონიელების გეგმები, შესაძლოა, შეიცვალოს. გუნდს "მანჩესტერ სიტიდან" ესპანელი შემტევი, ფერნან ტორესი შეუერთდება, ეს ტრანსფერი გუნდს, სავარაუდოდ, ურუგვაელი ფორვარდის დამატებას გადააფიქრებინებს.
ესპანურ გრანდს ანსუ ფატი, მემფის დეპაი და მარტინ ბრაიტვეიტი უბრუნდება, რაც ხავის გეგმებს ცვლის. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის მიზანი ამჯერად დაცვის ხაზის გაძლიერება იქნება. როგორც Mundo Deportivo იუწყება, "ბარსას" მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი, სეზარ ასპილიკუეტა იქნება, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
ედინსონი ბარსაში გადასვლაზე თავადაც ოცნებობდა, ამასთან, როგორც ცნობილია, თანახმაა ხელფასის შემცირებაზე საწყისი ნახევარი წლის განმავლობაში, რაც კატალონიელებს საშუალებას მისცემთ ლა ლიგაში არსებულ სახელფასო ზღვარს არ ასცდნენ.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფორვარდი "იუნაიტედს" 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. კავანის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.