კატალონიის "ბარსელონა" ხუან მატას შეძენით ინტერესდება, ინფორმაციას ინგლისური და ესპანური გამოცემები ავრცელებენ. 33 წლის ფეხბურთელს მანჩესტერულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომ ესპანურ გრანდს ხუანთან წინასწარი კონტრაქტის შეთანხმება უკვე მომდევნო თვეში შეუძლია.
ესპანელებს ფინანსური პრობლემები აქვთ, ამიტომ ისინი ხუან მატას სატრანსფერო ფასისა და ხელფასის გადახდას ვერ შეძლებენ. სავარაუდოდ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს დაელოდება, რომ ესპანელი ნახევარმცველის უფასოდ დამატება შეძლოს.
ხუან მატა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამჯერ ვიხილეთ მოედანზე, არც იმის ნიშანი არსებობს, რომ 33 წლის ესპანელის სათამაშო დრო რალფ რანგნიკის დროს შეიცვლება. როგორც ცნობილია, კატალონიური კლუბი მისი შეძენით 2014 წელსაც იყო დაინტერესებული.
მატა ინგლისურ გრანდს 2014 წლის იანვარში შეუერთდა, მის ანგარიშზე 277 მატჩი, 51 გოლი და 48 საგოლე გადაცემაა.