ესპანური პრესის ცნობით, კატალონიურმა კლუბმა 34 წლის ურუგვაელთან წელიწადნახევრიან კონტრაქტზე უკვე მიაღწია შეთანხმებას. მაგრამ არის ერთი პრობლემა, "კამპ ნოუს" მესვეურებს სურთ, რომ ფეხბურთელი მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.
გამომდინარე აქიდან, კატალონიელების მიზანია, რომ ინგლისურ გრანდმა კავანის კონტრაქტი გაუწყვიტოს რაც ამ ეტაპზე რეალობას ნამდვილად მოკლებულია.
ჯერჯერობით ნამდვილად არ არსებობს ნიშნები, რომ "წითელი ეშმაკები" ასეთ ვარიანტს მოიწონებენ,- წერს გაზეთი. რაც შეეხება ურუგვაელს დიდია ალბათობა იმისა, რომ სამუშაო ადგილს შეიცვლის.