The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით "ნიუკასლი" ენტონი მარსიალის იჯარით დამატებას ეცდება. ფრანგი შემტევი "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში თითქმის ვეღარ ხვდება, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 ჩატარებული შეხვედრაა.
"კაჭკაჭებს" 26 წლის ფეხბურთელის დამატება 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე სურთ და იჯარაში 6 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ. როგორც მარსიალის აგენტმა განაცხადა, მის კლიენტს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის შეცვლა სურს. როგორც ცნობილია, მისი დამატებით ასევე ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდება.
მარსიალი "იუნაიტედმა" "მონაკოდან" 36 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა კონტრაქტში ჩადებული პუნქტების შესრულების შემდეგ, მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონამდე გაიზარდა.
ფრანგს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2024-წლამდე აკავშირებს, რომელიც ასევე ერთი წლის ავტომატურად გახანგრძლივების პუნქტსაც შეცავს.