თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2021, 17:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1479,
კომენტარები: 9
აგენტმა მარსიალის შესახებ განცხადება გააკეთა
ფეხბურთელის წარმომადგენლის საჯარო განცხადება.
აგენტმა მარსიალის შესახებ განცხადება გააკეთა
თავდამსხმელს, ენტონი მარსიალს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს. ამის შესახებ ფეხბურთელის წარმომადგენელმა ფილიპ ლამბოლიმ განაცხადა.

"ენტონის იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს. მას უბრალოდ სათამაშო პრაქტიკის მიღება სჭირდება. მას არ სურს სეზონის მეორე ნაწილისთვის დარჩენა და ამას კლუბთან მალე განვიხილავ“, - განაცხადა Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელის აგენტმა.

2021/2022 წლების სეზონში ენტონი მარსიალმა "წითელი ეშმაკების" რიგებში ათ მატჩში მხოლოდ 359 წუთი ითამაშა. ფრანგმა ერთი გოლი ოქტომბრის დასაწყისში პრემიერ ლიგაში "ევერტონის" წინააღმდეგ გაიტანა, მას შემდეგ მისი პირადი აქტივების გრაფაში 0 წერია.

შეგახსენებთ, რომ ენტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2015 წლიდან ასპარეზობს, იმ დროს ტრანსფერი ფრანგული "მონაკო" - დან შედგა.


უნდა დატოვოს თუ არა კლუბი მარსიალმა?

დიახ
არა

ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
10 დეკემბერი 2021 17:41
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ამ ფოტოზე რა ნეტარი ღიმილი აქვს )) სავარაუდოდ წავა და წარმატებები მინდა ვუსურვო. ფაქტია ვერ განვითარდა და ამ გუნდის დონე ვერ დააკმაყოფილა თუმცა "რაგნაროკმა" იქნებ რამე მოუფიქროს წინასწარ ვერაფერს იტყვი.
0
№2
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2021 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Svanchester
ამ ფოტოზე რა ნეტარი ღიმილი აქვს )) სავარაუდოდ წავა და წარმატებები მინდა ვუსურვო. ფაქტია ვერ განვითარდა და ამ გუნდის დონე ვერ დააკმაყოფილა თუმცა "რაგნაროკმა" იქნებ რამე მოუფიქროს წინასწარ ვერაფერს იტყვი.

მგონია რო ამას ვერავინ ვერ უშველის თავის თავის გარდა ესეთი ტიპია და მორჩა ამიტო ჯობია წავიდეს
1
№3
ავტორი: Old Red Devil
10 დეკემბერი 2021 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
არადა იმ წელში მონაკოს უმაგრესი სასტავი ყავდა.მარსიალი,მბაპე,სილვა,მაუტინიო,ბაკაიოკო,კურზავა,კარასკო.არადა რა იმედი მქონდა მაგრამ ეჭვი არასოდეს მტოვებდა იმისა რომ გუნდი ასეთ კრიზისშია და ესეთი პერსპექტიული რანაირად გადმოვიდა თქო.ხოდა წლების მერე მივხვდი რო პერსპექტიული კი არა ბელიონია ჩვეულებრიცი.
0
№4
ავტორი: Mishiko82
10 დეკემბერი 2021 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 595
წავიდეს ჯობია ამისგან არაფერი გამოვა.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2021 21:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვერ გამოავლინა ბოლომდე თავისი შესაძლებლობები...
0
№6
ავტორი: Gatika Gatikashvili
10 დეკემბერი 2021 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 217
მაგრად მიტყდება ჩვენი გუნდის ფეხბურთელზე ესემოცია რომაქვს მგრამ ამას და პორგბას როაღარ ვნახავ არც ძირითადში არც განაცხადში და აღარც არცერთ სტატიაში.. სიმშვიდე დამეუფლება ამათი ფრანგული ნედავოლნი სახები უკვე ყელშია რაგნარამ მოყაროს მშრომელი ბიჭები და შევბეროთ კაი ფეხბურთი ჯობია
0
№7
ავტორი: bendzela
10 დეკემბერი 2021 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
იმედია წავა ესეც და პოგბაც , ჩვენც დავისვენებთ და ეგენიც დაისვენებენ. ამოწურეს უკვე საკუთარი თავი მანჩესტერში
0
№8
ავტორი: shotkin
10 დეკემბერი 2021 22:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ტიპი თითმის 7 წელია აქაა და სულ კინკილა 2 სეზონი მახსენდება როცა რეალურად რაღაც ძალა იყო ამ გუნდისთვის ერთი პირველივე სეზონი იყო ან მეორე როგორც მახსოვს და მეორე წარმატებული პერიოდი ისიც ასე თუ ისე წარმატებული სეზონიც წლების წინ ქონდა და იქაც ნახევარი სეზონი გაიბრწყინასავით, გაიბრწყინა რა გოლებს იტანდა ხშირად 9 იანზე როიდგა თორე მე ამის თამაშში ჩართულობა და ინტენსიურობა ბოლოს როდის ვნახე თუ მახსოვდეს უნამუსო ვიყო, ამის საკუეთესო თამაშად ბოლო წლებში ისეთი თამაში ითვლებოდა როცა 90 წუთის განმავლობაში 1 მომენტს შექმნიდა და დალშე იდგა ტიპი იმენა მოედაზნე იყო თუ არა ვერ გაიგებდი და ეხლა ხო საერთოდ კაცს ვერ სცდება 1 კაცს )) მე საერთოდ არ მწყდება გული მარსიალზე ნიჭიერებიც ყოფილან ვინც დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა უბრალოდ გული მწყდება იმაზე რო უნიათო ხელმძღვანელობის პერიოდში დროზე რეაგირება ვერ მოახდინეს და ეს და მისნაირები დღემდე რო აქ არიან.
+ იმასაც ვერავინ ვერ იტყვის შანსი არ მიეცაო ტიპს დამატებითი შანსებიც კი მისცეს თან მაშინ როცა ნებისმიერ გუნდს კაი ხანი გაყიდული ეყოლებოდა, ოლე გადაყვა ზედ რო მოვიდა მარა შეაყარე კედელს ცერცვი მიხვდა რა უჯმურიც იყო და დასვა მერე სკამზე მარა ძაან გვიან დასვა და სადღაც იწვნია კიდეც ეგ მომენტი რო არ გაყიდა და სხვა ახალგაზრდა ფორვარდი არ დაიმატა, იყო პერიოდი რო ზუსტად მანდ გაუჭირდა გუნდს ყავდა არაფრისმომცემი მარსიალი და ალეწილი რეშფორდი და 18 წლის გრინვუდი და ბრუნოს კისერზე და გრინვუდის ,,ახალი ცოცხი კარგად გვის" და ნიჭიერების ეფექტზე გადააგორა მანიუმ ის რთული პერიოდი მარა მარსიალს ვერასდროს ვერ აპატიებენ ფანები ალბათ ლაიფციგთან და პესეჟესთან განიავებულ მიყოლებით 100 პროცენტიან მომენტებს ისე როგორც არასდროს დამავიწყდება სუპერთასის ფინალში ლუკაკუმ რო 2 მეტრიდან სატურნზე გაუსვა ბურთი. იმ ფინალის მოგებაც თავისუფლად სეიძლებოდა ლუკაკუს ეგ მომენტი რო არ გაემაზა და რეშფორდს 1-1- ზე კიდე (( რო მახსენდება მეცოდება მოურინიოც და ფანობაც.
1
№9
ავტორი: Phil Jones
11 დეკემბერი 2021 16:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბარსელონას ვათხოვოთ ეგენი მეცოდებიან ძაან :)))
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top