კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი გახდა.
"მოხარულები ვართ გაცნობოთ რალფ რანგნიკის დანიშვნის შესახებ კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ამ სეზონის ბოლომდე, სამუშაო ვიზის მიღების პირობით," - ნათქვამია "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამ პერიოდის შემდეგ რალფი და კლუბი შეთანხმდნენ, რომ ის კონსულტანტად კიდევ ორი წელი გააგრძელებს მუშაობას
რანგნიკის დანიშვნის შესახებ კომენტარი, "იუნაიტედის" საფეხბურთო დირექტორმა ჯონ მირტომ გააკეთა: "რალფი არის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მწვრთნელი და ნოვატორი ევროპულ ფეხბურთში.
ის იყო ჩვენი ნომერ პირველი კანდიდატი დროებითი მწვრთნელის თანამდებობისთვის, რადგან ფლობს ფასდაუდებელ ლიდერობას და ტექნიკურ უნარებს, რომლებიც მან თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში შეიძინა მენეჯმენტსა და მწვრთნელობაში. კლუბში ყველა მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას ამ სეზონში და შემდეგ კიდევ ორი წელი კონსულტანტად მუშაობისას", - აცხადებს დასასრულს მირტო
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.