სულ მალე უკვე ოფიციალურად რალფ რანგნიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებით მწვრთნელად დაინიშნება. დარჩენილია მხოლოდ დასკვნითი ნაწილი.
"წითელ ეშმაკთა" ბანაკში იმედოვნებენ, რომ გერმანელი სპეციალისტი კლუბისთვის უპირატესობას აღმოაჩენს დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდის ერლინგ ჰაალანდის შესაძენად ბრძოლაში. ამის შესახებ Mirror თავის გვერდებზე იუწყება.
მოგეხსენებათ სპეციალისტი ძალიან კარგად იცნობს ნორვეგიელ ტალანტს. ისინი ერთად მუშაობდნენ "ზალცბურგში".
თავდამსხმელის შეძენით ევროპის მრავალი ტოპ კლუბი ინტერესდება. ნორვეგიელი "ბორუსიაში" თითქმის ორი წელია თამაშობს. ყველა ტურნირზე ერთად აღებული ჰაალანდმა 70 მატჩში, პირადი აქტივი 71 გოლით შეავსო, ხოლო თანაგუნდელებს 19 საგოლე პასი გაუკეთა.