"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკლ კერიკმა, "მანკუნიელებისა" და ჩემპიონატის ლიდერ "ჩელსის" შორის მომავალი მატჩის წინ საკუთარი მოლოდინები გააზიარა.
"ვფიქრობ, ყველა აღფრთოვანებულია "ლონდონელების" თამაშით. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გამოცდაა, მაგრამ მე მოუთმენლად ველი ამ ბრძოლას.
ჩვენ უნდა გვჯეროდეს წარმატების. რაც შეეხება რლფ რანგნიკის დანიშვნას გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის მთელი ჩემი ყურადღება მხოლოდ თამაშზეა მიმართული.
რაც შეეხება ცალკეულ მოთამაშეთა სათამაშო ფორმას, სანჩოზე შეიძლება ითქვას, რომ ადაპტაციის პერიოდი მისტვის უკვე სრულდება. ვან დე ბეკი ასევე მატებს მოქნილობას ჩვენს თამაშს.
დარწმუნებული ვარ, რონალდუ კიდევ ბევრს გააკვირვებს, ის საკუთარ სახლში გამარჯვებისთვის დაბრუნდა“, - განაცხადა კერიკმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.