რომ არა რალფ რანგნიკი, ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელი ტავკაცი ტომას ტუხელი შესაძლოა სულ სხვა პროფესიის ყოფილიყო და დიდ ფეხბურთში სულაც არ გამოჩენილიყო.
დამსახურება რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახლადდანიშნულ მთავარ მწვრთნელს რალფ რანგნიკს მიუძღვის ტუხელის მხრიდან დაუვიწყარია და სწორედ აღნიშნულზე საუბრობს სპეციალისტი რომელსაც ქვემოთ სტატიაში შემოგთავაზებთ.
"რალფ რანგნიკი ძალიან დამეხმარა, ის იყო ჩემი მწვრთნელი და შემდეგ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რომელიც სამწვრთნელო გზაზე გამიძღვა", - ციტირებს Football London ტომას ტუხელის სიტყვებს
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულიდან რალფ რანგნიკი "ლოკომოტივში" სპორტულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. თუ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაფორმდება, ვარაუდობენ, რომ გერმანელი სპეციალისტი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელი იქნებ ხოლო ამის შემდეგ კლუბის სტრუქტურაში გადაბარგდება.