როგორც უკვე ცნობილი გახდა, ოლე გუნარ სულშერის გუნდიდან წასვლის შემდეგ "წითელი ეშმაკების" მთავარი მესაჭის როლს გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი ჩაიბარებს. ოფიციალური განცხადებაც სულ მალე გაკეთდება.
თანამემამულის ინგლისურ გრანდში დანიშვნას "მერსისაიდული" კლუბის მენეჯერი იურგენ კლოპიც გმოეხმაურა და "წითელ ეშმაკებს" არჩევანი მოუწონა.
კლოპის თქმით ეს სიახლე სხვა ნებისმიერი პრემიერლიგური კლუბისთვის ცუდი სიახლეა რდგან რანგნიკის "იუნაიტედში" დანიშვნა კლუბს ბევრ დადებით მხარეს შემატებს.
"სამწუხაროდ, ინგლისში და "მანჩესტერ იუნაიტედში" კარგი მწვრთნელი მოდის. რალფმა გერმანიაში ორი კლუბი ნულიდან ააშენა და ისინი უმაღლეს დონეზე აიყვანა, საუბარი მაქვს "ჰოფენჰაიმზე" და "ლაიფციგზე".
მისი მოწოდება მწვრთნელობაა. "მანჩესტერ იუნაიტედი" მოედანზე ორგანიზებული გუნდი იქნება. ეს ნამდვილად ცუდი ამბავია სხვა კლუბებისთვის", - ციტირებს Football Daily კლოპის სიტყვებს.