"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი, მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ჭორები თითქმის ყოველ საათში ერთხელ ჩნდება.
მაგალითად, Goal.com იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც "პსჟ"-მ შუა სეზონში მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებაზე უარი თქვა, "მანკუნიელები" ერნესტო ვალვერდეს კანდიდატურაზე გადაერთვნენ.
იდეა კი შემდეგში მდგომარეობს, ესპანელი სპეციალისტი მოიაზრება როგორც გუნდის დროებით მწვრთნელად მიმდინარე სეზონის დასრულებამდე.
ერნესტო ვალვერდე თითქმის ორი წელია აქტიურ ფეხბურთს ჩმოშორდა და უკლუბოდ იმყოფება. მენეჯერმა "ბარსელონას" სამწვრთნელო სკამი 2020 წლის იანვარში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს პრემიერ ლიგის ეგიდით "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს.