ოლე გუნარ სულშერის დათხოვნამდე თუ დათხოვნის შემდეგ, "გლეიზერების" კლუბი "მანჩესტერ იუნიტედი" ახალი მთავარი მწვრთნელის აქტიურ ძიებაშია.
სპორტული პრესა კლუბს აქტიურად უკავშირებდა მოსკოვის "სპარტაკის" სპორტულ დირექტორს რალფ რანგნიკს. მეტიც ესა თუ ის საინფორმაციო წყარო გერმანელს მთავარ ფავორიტად მიიჩნევდა, თუმცა დღეს გავრცელებული ცნობა საპირისპიროს მეტყველებს.
Sport Bild - ის ჟურნალისტმა ტობი ალტშაფლმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ რანგნიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებას არ გეგმავს რადგან მას სურს, რომ მოსკოვურ გუნდში დაწყებული პროექტი ბოლომდე მიიყვანოს.
ერთ ერთი მთვარი მიზეზი ასევე ის დასახელდა, რომ რანგნიკს მეტი დამოუკიდებლობა სურს კლუბის მართვისას, ხოლო "გლეიზერები" კი ცნობილი არიან როგორც კლუბის სტრუქტურულ საქმიანობაში აქტიურად მონაწილე ხელმძღვანელობა.
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.