ოლე გუნარ სულშერის წასვლის შემდეგ, გუნდის თავკაცის როლი მაიკლ კერიკს ხვდა წილად. ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში კერიკის მიერ დამოძღვრილმა შემადგენლობამ სტუმრად "ვილიარეალის" დამარცხება და ფლეი-ოფის საგზურის დროზე ადრე მოპოვება შეძლო.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებისტვის მიცემულ ინტერვიუში ინგლისელმა განაცხადა, რომ გუნდი ამ გამარჯვებას ოლე გუნარ სულშერს უძღვნის.
"რა თქმა უნდა მომეწონა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობა. ეს დღეები არ იყო ადვილი კლუბში მყოფთათვის. ამ შედეგს ოლეს ვუძღვნით, მის დამსახურებებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
აქ მოსაგებად მოვედით. მე მჯეროდა, რომ ამისთვის მზად ვიყავით. თამაში იოლი არ იყო, მეტოქე ძალიან კარგად გამოიყუებოდა. მოდი, გულწრფელები ვიყოთ, პირველივე წუთებიდან იმის იმედი არავის ქონდა რომ აქ ჩამოხვიდოდი და შენს ფეხბურთს თავზე მოახვევდი მათ",-განაცხადა BT Sport - ისთვის მიცემულ ინტერვიუში კერიკმა