თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2021, 10:26
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1335,
კომენტარები: 8
"ჩელსის" პრობლემები "იუნაიტედთან" მატჩამდე
ტუხელის პრობლემები "იუნაიტედთან" მატჩამდე.
თომას ტუხელმა დაადასტურა სიახლეები ტრამვების შესახებ, "იუნაიტედთან" მატჩის წინ, საუბარია ორ ფეხბურთელზე რომლებიც უდიდეს გავლენას მოახდენენ ჩელსის სათამაშო სტილზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებაში, ტუხელს მათი არ ყოფნის გამო მოუწევს ცვლილებები შეიტანოს სათამაშო სქემაში.

ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მატჩში განვითარდა, რომელშიც "ჩელსი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და პირწმინდად დაჯაბნა, ლურჯებმა 4-0 გაიმარჯვეს და მეტიც, 90 წუთის მანძილზე "იუვენტუსმა" მხოლოდ 2 ზუსტი დარტყმის განხორციელება შეძლო. მიუხედავად ასეთი ტრიუმფალური მატჩისა ორი ტრამვირებული ყავს კლუბს, ჯერ 37-ე წუთზე ნგოლო კანტე გახდა შესაცვლელი, ხოლო 71-ე წუთზე კი ბენ ჩილველი დაშავდა, ორივე ფეხბურთელს კოჭის პრობლემა აქვს.

ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის რამდენად სერიოზულია ტრამვა, თუმცა უდიდესი ალბათობით ორივე ფეხბურთელი კვირას "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებას გამოტოვებს.

"ჩილველმა მატჩისას ძლიერი ტკივილი იგრძნო, ამის გამო მომიწია შეცვლა, ჯერ ზუსტად არ ვიცით რა მდგომარეობა გვაქვს თუმცა ოთხშაბათს მას გამოკვლევები ჩაუტარდება და გვეცოდინება რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება კანტეს იგი შესანიშნავ ფორმაშია და მოედანზეც გამოირჩეოდა მანამ სანამ შეეძლო თამაში, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება"


"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მიზნები წარმატებით შეასრულა და ფაქტიურად ჯგუფში პირცელი ადგილი გაინაღდა კიდეც, შემდეგი მატჩი მათ პრინციპულ მეტოქესთან ელოდებათ, რომელიც ცუდ ფორმაშია და პრემიერ ლიგის ბოლო 7 მატჩიდან 5 წაგება აქვთ ანგარიშზე.

მატჩში ლურჯებს დიდი ალბათობით მატეო კოვაჩიჩი და კაი ჰავერციც გამოაკლდებიან.

წყარო: football-talk.co.uk
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kOsTiA
24 ნოემბერი 2021 10:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
კანტე მაინც ითამაშებს.
ჩილვილი კიდე დიდი დანაკლისიც არაა.
ასე რომ მაინც ძლიერ და საშიშ გუნდს ვხვდებით ჩელსის სახით.
რავი, პრემიერ ლიგაში საქმე ისედაც არ გვაქვს კარგად .
0
№2
ავტორი: Buk777
24 ნოემბერი 2021 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Droa ert grands mougosen martiali unda daayenos kargi texnika aqvs da ar utamashia cudat gushin tu micemen dros ashkarat chadgeba formashi
0
№3
ავტორი: ikeoni
24 ნოემბერი 2021 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
იმედია ამ თამაშს მოვიგებთ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
24 ნოემბერი 2021 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩელსი ისეთ ფორმაშია არამგონია დანაკლისი შეეტყოს დიდად
0
№5
ავტორი: bendzela
24 ნოემბერი 2021 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
გუშინ ვუყურე და არ ვიცი რა ვთქვა . ძაან ლამაზ და კარგ ფეხბურთს ათამაშებს ტუხელი. კვირას რატომღაც მგონია რო ორიანი წამოვა
0
№6
ავტორი: Phil Jones
24 ნოემბერი 2021 15:49
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რა ჩელსის პრობლემები კაცო, მწვრთნელი არ გვყავს რა ჩილუელი და კანტე :)))
0
№7
ავტორი: temo-scholes
24 ნოემბერი 2021 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
X2 უნდა წამოვიღოთ ლონდონიდან უეჭველი... წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით
0
№8
ავტორი: Old Red Devil
24 ნოემბერი 2021 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
რატო მგონია რო ჩელსი გამწარდება?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top