ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნებს, რომ ის სიტუაცია რაც დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ირგვლივ არის შექმნილი იმის დამსახურებაა, რომ კლუბი ზედმეტად არის ორიენტირებული მის წარსულზე. ინტერვიუში საუბრისას მან კლუბს ასეთი რჩევა მისცა : "უნდა იფიქროთ დღევანდელობაზე, ან უნდა წახვიდეთ ჰოსპიტალში და ტვინი გამოირეცხოთ".
შვედი შემტევი, რომელიც ამჟამად "მილანში" თამაშობს, "იუნაიტედში" ორი სეზონის მანძილზე ასპარეზობდა და კლუბთან ერთად ტიტულების მოგებაც შეძლო, ხოლო შემდეგ კარიერა აშშ-ში განაგრძო.
იბრაჰიმოვიჩი დღევანდელობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია იმ სპორტსმენისა, რომელიც აწმყოთი ცხოვრობს, ხოლო ამ საქმეში მისი აზრით "იუნაიტედი" წარუმატებლად მოქმედებს და ზედმეტად არის ორიენტირებული წარსულზე, მისი თქმით იგი თავიდანვე აანალიზებდა ამას, როდესაც კლუბის წევრი იყო.
"The Guardian" - თან ინტერვიუში შვედმა განაცხადა: "ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ წარსულზე.
როდესაც იქ გადავედი ვთქვი, რომ აწმყოზე ვარ ორიენტირებული, რათა ჩემი ისტორია შევქმნა.
შესანიშნავი გამოცდილება მქონდა ინგლისში. "მანჩესტერ იუნაიტედი" შესანიშნავი კლუბია, მათთან ერთად ტიტულებიც მოვიგე. ხარისხიც ბევრად მაღალია, ლიგაში ძალიან დიდია მოთხოვნა ტექნიკურობაზე, თუმცა სისწრაფესა და დინამიკაზე კიდევ უფრო დიდია მოთხოვნა. შესაძლებელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუმცა თუ სიჩქარესა და რითმს ვერ გააკონტროლებ წარუმატებლობა გარდაუვალია.