"მანჩესტერ იუნაიტედი", რომელმაც სულ ახლახანს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნორვეგიელი ოლე გუნარ სულშერი გაათავისუფლა, მადრიდის "რეალის" ყოფილ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ვერ დანიშნავს ვაკანტურ თანამდებობაზე.
Cuatro-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, სპეციალისტი ოჯახური მიზეზების გამო იძულებული გახდა უარი ეთქვა "წითელი ეშმაკების" შეთავაზებაზე.
ზინედინის მეუღლეს ქალაქ "მანჩესტერში" გადასვლა არ სურს. ასევე, ერთ-ერთი დაბრკოლება ის იყო, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ინგლისური ენა კარგად არ იცის.
"მანკუნიელებმა" სოლსკიაერის გათავისუფლება ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის გათამაშებაში გუნდის წარუმატებელი თამაშების გამო გადაწყვიტეს. 12 ტურის შედეგების შემდეგ "გლეიზერების" კლუბი სატურნირო ცხრილში მხოლოდ მერვე ადგილს იკავებეს.