"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, "მანკუნიელების" ხელმძღვანელობას ნორვეგიელი სპეციალისტის შესაძლო მემკვიდრეების მთელი სია აქვს.
ვაკანტურ თანამდებობაზე ზინედინ ზიდანის და ბრენდან როჯერის მომდევნო შემდეგი პრეტენდენტი "სევილიას" მოქმედი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგია.
ადგილობრივი ავტორიტეტული გამოცემა Manchester Evening News-ის ცნობით, "წითელ ეშმაკებს" ესპანელის კანდიდატურა კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა შესთავაზა.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ყოფილი მეთაური ინგლისური გრანდის ჩაბარების წინააღმდეგი ნამდვილად არ გახლავთ.
იმ შემთხვევაში თუ სპეციალსტი გუნდს ჩაიბარებს, "იუნაიტედს" ესპანური კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რომელიც ლოპეტეგის ხელმძღვანელობის ქვეშ ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს.
შეგახენებთ, რომ "მანჩესტერმა" ოლე გუნარ სულშერს კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო გადაუხადა.