"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გუნდისთვის მორიგი წარუმატებელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"უოტფორდთან" განცდილი მარცხის შემდეგ, მენტორმა უარი თქვა პასუხი გაეცა Sky Sports-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე მისი შესაძლო გადადგომის შესახებ.
"თუ კლუბი რაიმეს გადაწყვეტს, მაშინ ეს საუბარი კაბინეტში მათსა და ჩემს შორის შედგება და არა აქ ჩემსა და შენს შორის", - უპასუხა სოლსკიაერმა.
მოთამაშეები უკეთეს განწყობაზე უნდა დავაყენოთ. მათ კარგი მეორე ნახევარი ჩაატარეს, ახლა ისეთივე გრძნობები მაქვს, როგორიც ფანებს. მე ყოველთვის მჯერა საკუთარი თავის. ბოდიშს ვუხდი ყველას,” - შეაჯამა დასასრულს თავისი გამოსვლა სპეციალისტმა.