მორიგი კოშმარული ღამე "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარს. ოლე გუნარ სულშერის შეგირდები "უოტფორდთან" გამანადგურებელი ანგარიშით 4-1 დამარცხდნენ, წარუმატებელი სერია კი ისევ გაგრძელდა.
ნორვეგიელის სამწვრთნელო სკამი კიდევ უფრო ირყევა. ფინალური სასტვენის შემდეგ მწვრთნელი გულშემატკივრებთან მივიდა, გუნდის შედეგებისთვის ბოდიში მოიხადა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, სავარაუდოდ, ამ გზით მან კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მინიშნება გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში სპეციალისტის ზურგს უკან რამდენიმე ფეხბურთელი ჩადგა. ზოგიერთმა მათგანმა, განსაკუთრებით ბრუნო ფერნანდეშმა, ტრიბუნას ჟესტებით მიანიშნა, რომ მხოლოდ მენტორს არ უნდა დააბრალონ ყველაფერი ის რაც ამჟამად კლუბის თავს ხდება.
ამ ეტაპზე უახლესი ინფორმაცია მენეჯერის განთავისუფლების შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა საფიქრებელი და სავარაუდოა, რომ საჩემპიონთალიგე შეხვედრაში სადაც "იუნაიტედი" ესპანეთში "ვილიარეალს" დაუპირისპირდება გუნდს სხვა ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.