თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2021, 20:31
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1311,
კომენტარები: 6
ოლემ მოიბოდიშა - ბრუნომ ყველა მათგანის ბრალეულობაზე მიანიშნა
ნორვეგიელის რეაქცია მატჩის შემდეგ.
ოლემ მოიბოდიშა - ბრუნომ ყველა მათგანის ბრალეულობაზე მიანიშნა
მორიგი კოშმარული ღამე "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარს. ოლე გუნარ სულშერის შეგირდები "უოტფორდთან" გამანადგურებელი ანგარიშით 4-1 დამარცხდნენ, წარუმატებელი სერია კი ისევ გაგრძელდა.

ნორვეგიელის სამწვრთნელო სკამი კიდევ უფრო ირყევა. ფინალური სასტვენის შემდეგ მწვრთნელი გულშემატკივრებთან მივიდა, გუნდის შედეგებისთვის ბოდიში მოიხადა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, სავარაუდოდ, ამ გზით მან კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მინიშნება გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში სპეციალისტის ზურგს უკან რამდენიმე ფეხბურთელი ჩადგა. ზოგიერთმა მათგანმა, განსაკუთრებით ბრუნო ფერნანდეშმა, ტრიბუნას ჟესტებით მიანიშნა, რომ მხოლოდ მენტორს არ უნდა დააბრალონ ყველაფერი ის რაც ამჟამად კლუბის თავს ხდება.

ამ ეტაპზე უახლესი ინფორმაცია მენეჯერის განთავისუფლების შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა საფიქრებელი და სავარაუდოა, რომ საჩემპიონთალიგე შეხვედრაში სადაც "იუნაიტედი" ესპანეთში "ვილიარეალს" დაუპირისპირდება გუნდს სხვა ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
20 ნოემბერი 2021 20:32
  • სიახლეები: 2078
  • კომენტარები: 3445
ნუ რა უნდა ითქვას. მიდის და მორჩა.
0
№2
ავტორი: Shreki30
20 ნოემბერი 2021 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 157
მესმის რო ოლე გასაშვებია მაგრამ ვინც ოლეს წასვლის გამო არ თამაშობს ვონც არუნდა მოვიდეს გუნდში ყველას სკამი უნდა გაახეხინოს
1
№3
ავტორი: Phil Jones
20 ნოემბერი 2021 20:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1892
ეხლა უეჭველი წავა, მაგრამ დაგვიანებულია საკმაოდ...
0
№4
ავტორი: bendzela
20 ნოემბერი 2021 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 796
რა ტყუილად დაიკარგა დროც და ქულებიც ((
1
№5
ავტორი: ikeoni
20 ნოემბერი 2021 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10351
ბრუნო რა მაგარი კაცია ცვეტში სწორად მოიქცა მაგრამ დიდი წვლილი რო ოლეს ბრალია მაგაზე ორი აზრი არაა სამწუხაროდ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 ნოემბერი 2021 21:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 10480
ვინ მოვა ესაა მთავარი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top